თეგებით ძიება

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი: 4-10 თებერვალი

თუ გსურთ, რომ სიახლეებსა და მოსალოდნელ მოვლენებს მზად დაუხვდეთ, გაეცანით კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის:


ვერძი



თქვენი მფარველი პლანეტა მარსი დისციპლინისა და წარმატების ფაზაში ინაცვლებს. 2019 წლის 6 თებერველს თავს ისე კარგად იგრძნობთ, როგორც არასდროს. ამ თარიღიდან მარტივად შეძლებთ გადადგათ მნიშვნელოვანი ნაბიჯები. თებერვლის დასაწყისში მარსი გაბედულობას შეგძენთ, გამოიმუშავებთ ორგანიზების უნარს. გახდებით უფრო ინოვაციურები. იყავით თავის მსაჯული, აუცილებლად დარწმუნდით საკუთარი ქმედებების სისწორეში, რათა წარმატებისკენ მიმავალი გზა არ დაიხშოთ.




კურო


ახალი მთვარე თქვენს მეათე სახლშია, ასე რომ დროა გამოავლინოთ საკუთარი შესაძლებლობები. მიუხედავად იმისა, რომ სიახლის მოყვარული არ ხართ, პირველ კვირაში კარიერული ცვლილებები გელოდებათ. ეს ის დროა, როცა ახალი კალაპოტის გაკვლევა მოგიწევთ და დილემის წინაშე აღმოჩნდებით. მიღებული გადაწყვეტილება ცხოვრებას შეგიცვლით.


Astrologia

ტყუპი



თებერვლის დასაწყისში ტყუპმა საკუთარი რესურსი უნდა დააინვესტიროს. მიჰყევით თქვენს ღირებულებებსა და სურვილებს. პლანეტები პირად ურთიერთობებში უთანხმოებას გიწინასწარმეტყველებენ, ამის მიუხედავად, თავადვე გაკვირვებული დარჩებით როგორ ადვილად შეძლებთ სიმშვიდის შენარჩუნებას. მეგობრებისა და ოჯახის წევრების არნახულ მხარდაჭრეას იგრძნობთ. ასევე, შეხვდებით რამდენიმე საინტერესო ადამიანს. ისინი თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლიან.



კირჩხიბი



მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ 6 თებერვლის შემდეგ, მარსი მოგზაურობს თქვენს მეშვიდე სახლში ანუ ურთიერთობის არენაზე. ეს მოვლენა ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ფიქსირდება. შესაძლებლობა გეძლევათ თავი კომფორტულად იგრძნოთ. კირჩხიბებისთვის ცხოვრების ნანატრი პერიოდი დგება და ისღა დარჩენიათ, სულ ცოტაოდენი მოთმინება გამოიჩინონ და უკან ჩამოიტოვონ წარსული.
იმ კირჩხიბებს, რომლებსაც გვერდს საყვარელი ადამიანი უმშვენებს 2019 წლის თებერვლის დასაწყისში პლანეტები ყველაზე ბედნიერ პერიოდს ჰპირდებიან,მთავარია გვერდით ისეთი პარტნიორის ყოლა,რომელიც მათ აფრთიანებს და დაცულად აგრძნობინებს თავს. ისინი კი ვინც ეულად არიან, აუცილებლად შეხვდებიან ადამიანს, რომელიც მათი მეგობარი გახდება. თებერვლის დასაწყისში მტრულად განწყობილ კოლეგებთან ურთიერთობა გაგიუმჯობესდებათ. შესაძლოა პრემიაც მიიღოთ ხარისხიანი სამუშაოსთვის. ასევე, მთავარი ფიგურა გახდებით გაყიდვების სფეროში.

Astrologia

ლომი



ვენერა, სიყვარულისა და ფუფუნების პლანეტა, თქვენს მე-7 სახლშია, ის გეხმარებათ ჩამოაყალიბოთ საუკეთესო სასიყვარულო ურთიერთობა. ისღა დაგრჩენიათ, თავადაც იზრუნოთ ახალი კავშირის დამყარებაზე. ლომების ნაწილი ჩაუღრმავდება საკუთარ თავსა და შეიცვლის შეხედულებებს. იყავით უშუალო, ეს კომუნიკაციის უნარს გაგიუმჯობესებთ. თებერვლის პირველი კვირა საუკეთესო პერიოდია მიზნის მისაღწევად.



ქალწული


ქალწულები გადაწყვეტენ, რომ ყოველდღიური რუტინა დაარღვიონ. თებერვლის დასაწყისი თქვენთვის შფოთვის დამარცხებისა და ინტელექტუალური განვითარების პერიოდია. პლანეტები საუკეთესო ცვლილებებს გპირდებიან, ქალწულების უმეტესობას მოგზაურობა ელის, მნიშნელოვანი სიახლეებია პირად ურთიერთობებშიც, გაიცნობთ საინტერესო ადამიანს, რომელიც თქვენი ცხოვრების აღმოჩენა გახდება. მოსალოდნელია საკუთარი ბიზნესიის დაფუძნებაც. მთავარია დრო არ გაფლანგოთ, იყავით აქტიურები, რათა ცხოვრების უკეთესად მოწყობა დროულად შეძლოთ. გაბედეთ, იყოთ თავისუფალი, ნუ გააკონტროლებთ ყველაფერს.

Astrologia

სასწორი



ფინანსური კეთილდღეობის პერიოდი დგება, თუ ფულზე ფიქრს დიდ დროს დაუთმობთ, თავად გახდებით ფინანსური მმართველები. თებერვლის პირველ კვირაში ბიზნესის წამოიწყება წარმატების საწინდარი გახდება. კონსულტაცია გაიარეთ კომპეტენტურ ადამიანებთან.




პარტნიორი უყურადღებოდ არ დატოვოთ. შესაძლოა ურთიერთობის იუბილე გიახლოვდებათ და თარიღი არ დაგავიწყდეთ. მხოლოდ საჩუქრებს არ შეუძლია სიყვარულის გამომჟღავნება, სითბოც გამოხატეთ საყვარელ ადამიანთან.




მორიელი


ცვლილებების დროა პროფესიულ სფეროში, მორიელების ნაწილი გადაწყვეტს შეისწავლოს ახალი საქმიანობა, უარი არ თქვათ ტრენინგებზე. თებერვლის დასაწყისში იგრძნობთ ენერგიის მოჭარბებას. დაწყებულ საქმეს აუცილებლად დაასრულებთ. მოსალოდნელია უთანხმოება და გაურკვევლობა კოლეგებთან. უმჯობესი იქნება თავი შეიკავოთ სამსახურში პირადი ცხოვრების განხილვისგან. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი პრინციპების მიმდევარი ხართ, ჭირვეულობა დროებით გვერდზე გადადეთ, თორემ არსებობს პარტნიორთან დაშორების საშიშროება.




მშვილდოსანი


თებერვლის თვის დასაწყისში მშვილდოსნისთვის მთავარი ჯანმრთელობის საკითხი იქნება. ფრთხილად იყავით, თავი დაიცვათ ავადმყოფობისგან. კარგი იქნება თუ შვებულებას აიღებთ და დასასვენებლად გაემგზავრებით. თებერვალში მოულოდნელი შემოსავალი გამოგიჩნდებათ. ასე რომ, აუცილებლად წამოიწყეთ ახალი საქმიანობა. დაიღალეთ და ჰარმონიას ეძებთ? მაშინ, კარგი პერიოდია ოჯახის შესაქმნელად.

Astrologia


თხის რქა



თებერვლის დასაწყისში შანსი გეძლევათ გამოავლინოთ ბრძოლისუნარიანობა. თუ არ იზარმაცებთ, თებერვლის დასაწყისში კარიერული წინსვლის შესაძლებლობა მოგეცემათ. შესაძლოა შეიცვალოთ სამსახური და გაიუმჯობესოთ ფინანსური მდგომარეობა. კარგი იქნება, თუ მოერიდებით არეულ სიტუაციებს, დარჩით მსვიდ გარემოში. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, კარგი იქნება თუ 6 საათის შემდეგ უარს იტყვით საჭმელზე.



მერწყული


ძველი უსიამოვნებები წარსულში დატოვეთ. მერწყულთა ნაწილი საცხოვრებელ სახლს გამოიცვლის, ზოგიერთი ახალ იმიჯს მოირგებს. არ გაგიკვირდეთ, თუ მეგობრები უცნაურად მოგექცევიან. რაც შეეხება ფინანსურ საკითს, ამ მხრივ, ისე დაცულად იგრძნობთ თავს, როგორც არასდროს, მეტიც გადაუჭრელი პრობლემებისგანაც კი დაისვენებთ. ელოდეთ სიურპრიზს საყვარელი ადამიანისგან. ფრთხილად იყავით თხილამურებით მთიდან დაშვების დროს. გარდა ამისა, კარგი იქნება თუ უარს იტყვით ალკოჰოლზე.

Astrologia

თევზები



თევზები თებერვლის პირველ კვირას ფუსფუსში გაატარებენ. დაკავდით სახლის საქმეებით. ამ პერიოდში თავად მოგიწევთ მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა. მარტოხელები თავიანთი ცხოვრების მეგზურებს შეხვდებიან მოგზაურობისას. დიახ, ეს იქნება სერიოზული, საიმედო კავშირი. თუ წონაში მოიმატეთ, არც იფიქროთ დიეტაზე. დილემის წინაშე აღმოჩნდით? რჩევას ნუ მიიღებთ მეგობრებისგან. უმჯობესია, მიმრთოთ დიეტოლოგს, რომელიც შეგირჩევთ კვების სწორ რაციონს.
წყარო: strologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა