როგორ დავგეგმოთ თებერვლის პირველი დეკადა მთვარის კალენდრის მიხედვით
მნიშვნელოვანი საქმეების დაგეგმვისას გასათვალისწინებელია, რომ მთვარის გადასვლა ამა თუ იმ თანავარსკვლავედში მის ენერგეტიკას დესტრუქციულს ან, პირიქით, კრეატიულს ხდის.
1, 2, 3 თებერვალი:
კლებადი მთვარე თხის რქის ნიშანში. ეს სამი დღე იქნება ძალზე მშვიდი და ზომიერი. მიწის სტიქია კარგად ერწყმის მთვარის კლების ფაზას. ამ დღეებში უნდა მოერიდოთ ავანტიურებს, რისკებს. საჭიროა მუშაობა, მაგრამ არც ზედმეტი დატვირთვა ივარგებს. უქმეებზე სახლის საქმეები - დალაგება, ასევე მეგობრებთან შეხვედრა კარგ განწყობას შექმნის.
4-5 თებერვალი:
4 თებერვალს კლებადი მთვარის ბოლო დღეა მერწყულის ნიშანში - საკმაოდ არაპროგნოზირებადი და უჩვეულო
დღე იქნება. 5 თებერვალს ახალმთვარეობაა. მერწყულის ნიშანში მთვარის ენერგიის განახლება საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობს, ამიტომ შესაძლებელია, ადამიანებში მალევე გამოვლინდეს დაღლილობა. ნუ დაიტვირთავთ თავს საქმეებით - ეს ეხება როგორც ფიზიკურ, ისე გონებრივ მუშაობას.
6, 7, 8 თებერვალი:
მზარდი მთვარე თევზების ნიშანში საკმაოდ არაერთმნიშვნელოვანი დროა. ზოგი იგრძნობს ძალების გამოცლას, ზოგს მუდმივი შრომის სურვილი ეწვევა. ზედმეტი ენერგიისა და ნეგატივის გადმოფრქვევა ფიზიკური დატვირთვების მეშვეობით სჯობს. ამ დღეებში საშიშია ზედმეტი იმპულსურობა - ეს სტაბილურობისა და კარგი განწყობის მტერია.
9, 10 თებერვალი:
თვის პირველი ნახევრის ყველაზე პოზიტიური დღეებია. მზარდი მთვარე ვერძის ნიშანში კარგად იმოქმედებს ადამიანების ცნობიერებაზე, უბიძგებს მათ აქტიურობის, მუშაობისკენ. დასვენებაც კი შეიძლება აქტიური იყოს. ეს სასარგებლოა ყველასთვის, ვინც რუტინისგან დაიღალა.
წყარო: strologi.ambebi.ge