7 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი ახალი არაფერი დაიწყოთ, სტაბილურობა შეინარჩუნეთ უკვე არსებულ საქმეებსა და ურთიერთობაში. გაიუმჯობესეთ კვების რეჟიმი. ზოგიერთი ნაყიდი ნივთების გამოცდას გადაწყვეტს.
კურო
თავისუფებას მოიპოვებთ და შვებით ამოისუნთქავთ. საღამო სურვილისამებრ გაატარეთ. მეტი დრო დაუთმეთ განწყობის ამაღლებას.
ტყუპი
შეამცირეთ კონტაქტები, მხოლოდ აუცილებელ ადამიანებს შეეხმიანეთ. დღეა მშვიდ გარემოში, განმარტოებით გაატარეთ და იმაზე დასაფიქრებლად, რაც თქვენ გარშემო ხდება.
კირჩხიბი
მოერიდეთ ახალგაცნობილებთან დამეგობრებას. იმ ადამიანებთან იკონტაქტეთ, ვინც კარგად იცის თქვენი შეხედულებები. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეებს. საღამოს საკუთარი თავი გემრიელობით გაინებივრეთ.
ლომი
დღეს ზოგიერთ ვალდებულებას სიამოვნებით შეასრულებთ, ზოგს - იძულებით. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. ეცადეთ, მნიშვნელოვანი საქმეები დაასრულოთ.
ქალწული
კომფორტული, სტაბილური დღე გელით. დღეს ისეთ ადამიანებთან იკონტაქტეთ, ვინც დრომ გამოსცადა. მოერიდეთ ახალგაცნობილებთან გულახდილობას, ახალი საქმეების დაწყებას.
სასწორი
ყველა უსიამოვნებას მარტივად მოაგვარებთ, მათ შორის, ფინანსურ საკითხებსაც. იყავით დაკვირვებული და ეცადეთ, დაწყებული საქმეები შუა გზაზე არ მიატოვოთ.
მორიელი
დღეს დაანგრევთ ყველა იმ ბარიერს, რომელიც საკუთარ თავსა და გარშემო მყოფებს შორის აღმართეთ. თუ დარწმუნდით, რომ საფრთხე არ გემუქრებათ, თავისუფლად იმოქმედეთ, შეამცირეთ იძულებითი დისტანცია. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან, საყვარელ ადამიანთან.
მშვილდოსანი
დღეს ნუ იბრძოლებთ პირველობისთვის. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეების შესრულებას. იყავით მეტად მოკრძალებული სურვილებში. გარშემო მყოფებს დაუმტკიცეთ, რომ მათ თქვენი ნდობა შეუძლიათ, დაიცავით ზომიერება ყველაფერში, კვებაშიც.
თხის რქა
სიზარმაცე შემოგიტევთ, დღის გატარება მშვიდ გარემოში მოგინდებათ. იყავით ჰარმონიული საკუთარ თავთან და მარტივი გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას. პირადი ცხოვრების გასაუმჯობესებლად მეტად გამოავლინეთ ფანტაზია.
მერწყული
დილიდან შეიქმენით პოზიტიური განწყობა. დაზოგეთ დრო და ენერგია, მოერიდეთ არაფრისმომცემ საქმეებსა და ადამიანებს, რომლებიც მიზნების განხორციელებაში ხელს გიშლიან.
თევზები
შეამცირეთ კონტაქტები. ნუ აღადგენთ იმ ურთიერთობებს, სადაც იმედგაცრუება იგრძენით და თქვენთვის სიკეთის მომტანი არაა. ზოგ შემთხხვევაში უმჯობესია, გაჩუმდეთ. შეიძლება გადაიდოს დღეს დანიშნული შეხვედრა, მგზავრობა. დაზოგეთ ძალები და ფული.
წყარო: astrologi.ambebi.ge