თეგებით ძიება

რომელი ზოდიაქოს ნიშნისთვის იქნება 8 თებერვალი გამორჩეული?

თითოეულ დღეს თავისი რჩეული ჰყავს, რომელსაც განსაკუთრებულად მფარველობენ პლანეტები. გთავაზობთ 8 თებერვლის რჩეულებს, ანუ 4 ზოდიაქოს ნიშანს, რომელსაც დღეს ყველაფერში გაუმართლებთ.

ლომი
დროა გამოავლინოთ ბუნებისგან ბოძებული ჯილდო! იზრუნეთ საკუთარი მისწრაფებების შესასრულებლად. ამ დღეს იმატებს დაწინაურების შესაძლებლობა, როგორც სამსახურში, ასევე იმ წრეში, რომელშიც ტრიალებთ. ლომების ნაწილი, რომლებიც კერძო ბიზნესით არიან დაკავებული, სარფიან საქმეს წამოიწყებს ან მოგებას გაიორმაგებს. გაიხსენეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც თავი უთანხმოებით დაგამახსოვრათ, შესთავაზეთ მათ ახალი იდეების რეალიზაცია, დიდი შესაძლებლობა გაქვთ ერთ  დღეში საგრძნობლად განავითაროთ საერთო საქმე.

Astrologia

ვერძი
თუ საკუთარ თავს თავადვე არ შეაფერხებთ,




ბედი ნამდვილად გაგიღიმებთ. თავი შეიკავეთ პირდაპირობისგან, რადგან ადამიანები მტკივნეულად აღიქვამენ შენიშვნებსა და რჩევებს. შექმნილი გარემოება თქვენს წისქვილზე დაასხამს წყალს.  იყავით ხალისიანი და კომუნიკაბელური. ზოგიერთი ვერძი შესაძლოა დაპატიჟონ მნიშვნელოვან სადილზე. გელით საინტერესო სიახლეები, როგორც სამსახურში ასევე პირად ფრონტზე. ვერძების ნაწილს, რომელსაც სამსახიობო მონაცემები აქვს და კინოში ან თეატრში მოხვედრაზე ოცნებობს, სურვილი აუსრულდება.

Astrologia


ტყუპი
პარტნიორთან  საუბრისას წარმოიშვება ახალი იდეები, რომელიც  თქვენს საერთო მომავალს რადიკალურად შეცვლის და ახალი, უკეთესი კუთხით დაგანახვებთ რიგ საკითხებს. დაჩქარდება თქვენი შეუღლების საკითხი. კარგი დღეა ყოფილ შეყვარებულთან დასარეკად, თუ, რა  თქმა უნდა, ურთიერთობის აღდგენა გსურთ. დაიწყეთ ახალი ენის სწავლა, რადგან მალე ძალიან დაგჭირდებათ. 8 თებერვალს  შესაძლებლობა მოგეცემათ საკუთარ სილამაზეზე დახარჯოთ ფული. შესაძლოა უცხოეთიდან შეგეხმიანოთ ადამიანი, რომელიც თქვენთვის  სოლიდური თანხის ჩუქებას აპირებს.
Astrologia

ქალწული
8 თებერვალს იღბალი ყველაფერში თქვენს მხარესაა. დროებით დაივიწყეთ კრიტიკა, რათა თქვენი გავლენის გაფართოება შეძლოთ. ვერძების მსგავსად, ნაყოფიერი დღეა თქვენი კარიერული წინსვლისთვის, მტრულად განწყობილი კოლეგების დამორჩილებლად. ნუ აჰყვებით ჭორებს და ინტრიგებს, ენდეთ საკუთარ მოსაზრებას, მიჰყევით ლოგიკასა და ინტუციას, რომ ხელიდან არ გაუშვათ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობა.

Astrologia

სტატია მოამზადა თამარ ბოკუჩავამ
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა