3 ძირითადი პრობლემა, რომლის მოგვარების შემდეგ, ცხოვრება დაგილაგდებათ
ძალიან ცდილობთ, მაგრამ ცხოვრებას ვერა და ვერ ერევით? გიფიქრიათ, რომ შესაძლოა ძირითადი პორბლემების გადაჭრამ ყველაფერი უკეთესობისკენ შეცვალოს? ვერძი – (21 მარტი-19 აპრილი)
● არ შეგიძლიათ ურთიერთობის დათმობა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის თქვენთვის ტოქსიკურია. ყველანაირად ცდილობთ ცუდისგან კარგი შექმნათ.
● ყოველთვის გსურთ ურთიერთობის კონტროლი და გაცოფებთ, როდესაც პარტნიორი არ ითვალისწინებს თქვენს აზრს.
● რთულად იტანთ ურთიერთობის გაწყვეტას იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის წარუმატებელი იყო.
2. კურო – (20 აპრილი-20 მაისი)
● კომპრომისი ურთიერთობისას, თქვენი სტილი არ არის. სრულიად დამოუკიდებელი პიროვნება ხართ და თქვენთვის ძნელია ვინმეს დაემორჩილოთ.
● თქვენი უხასიეთობიდან გამომდინარე ძნელია შეხვედრებზე წასვლაზე დაგიყოლიონ.
● ზოგჯერ ძალიან მკაცრი ხართ პარტნიორის მიმართ და გიჭირთ შეცდომები აპატიოთ.
3. ტყუპები – (21 მაისი-20 ივნისი)
● გახსოვდეთ, რომ თავგადასავლების მუდმივი სურვილი გააფუჭებს ურთიერთობებს. იფიქრეთ იმაზე, რომ ურთიერთობა მშვიდი და სტაბილური გახადოთ.
● არ არსებულზეც კი შეგიძლიათ დიდი ძალისხმევა დახარჯოთ.
● პრობლემას ხშირად განიხილავთ ცალმხრივად და მხოლოდ თქვენს სასარგებლოდ. დაფიქრდით იმაზე, რომ პარტნიორი მას საპირისპიროდ ხედავს.
4. კირჩხიბი – (21 ივნისი-22 ივლისი)
● შეგიძლიათ ნაკლები დრო დაუთმოთ ურთიერთობას, თუმცა იგრძნოთ როგორ ძალიან უყვარხართ.
● ცხოვრების მანძილზე მუდმივად გაქვს შიში, რომ ის მიგატოვებთ.
● ხშირად მერყეობთ და ვერ გადაგიწყვეტიათ რა გინდათ – სტაბილური ურთიერთობა თუ თავისუფლება.
5. ლომი – (23 ივლისი-24 აგვისტო)
● ყოველთვის მოითხოვთ ყურადღებას პარტნიორისგან, თუმცა იგივეს ყოველთვის არ გასცემთ.
● ფლობთ უამრავ უარყოფით ემოციას, რომელთაც მოულოდნელად შეუძლიათ არასაჭირო დროს ამოხეთქვა.
● გახასიათებთ თავის მაღალი თვითშეფასების აღქმა და მიგაჩნიათ, რომ იმაზე მეტი გეკუთვნოდათ, ვიდრე თქვენი მიმდინარე პარტნიორია.
6. ქალწული – (23 აგვისტო-22 სექტემბერი)
● ძალიან ხშირად მიდიხართ კომპრომისზე.
● ძალიან ტრადიციული ხართ თქვენს ღირებულებებში და გიჭირთ დაჯერება, რომ თქვენი პარტნიორი ვერ იზიარებს ამ მოსაზრებებს.
● ურთერთობებში ასევე შეგიძლიათ ინტრუზივი გახდეთ და ყველაფერი აკეთოთ თავად, თუმცა გაფრთხილებთ, რომ ეს არც თუ ისე კარგი გადაწყვეტილებაა.
7. სასწორი (23 სექტემბერი-22 ოქტომბერი)
● გსურთ, რომ ყველაში მხოლოდ კარგი დაინახოთ და ამის გამო გიყვართ ის ადამიანებიც, ვინც ამას არ იმსახურებენ.
● არ გიყვართ, როდესაც იგნორირდებით და გამუდმებით ითხოვთ პარტნიორისგან ყურადღებას.
● შეგიძლიათ იცრუოთ პარტნიორთან, თუ კი ეს სიცრუე სიკეთეს მოუტანს, მაგრამ შემდეგ ტყუილი ცუდათ ისახება თქვენს ურთიერთობებზე.
8. მორიელი – (23 ოქტომბერი-21 ნოემბერი)
● ძალიან ვნებიანი ხართ ურთიერთობაში, თუმცა შემდეგ ადვილად კარგავთ ინტერესს მის მიმართ.
● შეგიძლიათ არ აპატიოთ და უსასრულოდ იყოთ გაბრაზებული.
● ვერ იტანთ, როდესაც გატყუებენ და ფაქტის შემდეგ აღარ უშვებთ მას თქვენს სიახლოვეს.
9. მშვილდოსანი – (22 ნოემბერი-21 დეკემბერი)
● თავისუფლების და ბუნების მოყვარული ხართ და იგივეს ელით პარტნიორისგან, თუმცა ის ხელს უშლის თქვენს სიხარულსა და განცდას.
● არ შეგიძლიათ პატიება.
● შეგიძლიათ იყოთ მეწვრილმანე და მიაყენოთ შეურაცხყოფა პარტნიორს, თუ რამით უკმაყოფილო დარჩით მისგან.
10. თხის რქა – (22 დეკემბერი-19 იანვარი)
● ყოველთვის ცდილობთ თქვენი ურთიერთობა მაქსიმალურად კომფორტულად ააწყოთ და რაიმე ხარვეზის შემთხვევაშიც კი, მას ადვილად არ დაანგრევთ.
● თქვენი პარტნიორის კეთილდღეობისთვის ხშირად იღებთ მსხვერპლს,
თუ საჭირო გახდა, საკუთარ თავსაც.
● ნებისმიერი გზით, ცდილობთ კონფრონტაცია აიცილოთ თავიდან.
11. მერწყული – (20 იანვარი-18 თებერვალი)
● უკიდურესად იცავთ თქვენს პირად სივრცეს, რითიც ხშირად ანაწყენებთ პარტნიორს.
● გიყვართ ურთიერთობა, თუმცა ხშირად ხართ გაურკვევლად ამ ურთიერთობაში.
● თქვენი მოწყენილობა და შიში შეიძლება ურთიერთობის ფასად დაგიჯდეთ.
12. თევზები – (19 თებერვალი-20 მარტი)
● თქვენ შეგიძლიათ იმ ემოციების დამალვა, რომელიც ურთიერთობის პრობლემებს უკავშირდება.
● გინდათ ყველაფერი იცოდეთ პარტნიორზე და თუ კი რაიმეს ახალს იგებთ, გაღიზიანებთ ის ფაქტი რომ აქამდე თქვენგან იყო დაფარული.
● ხანდახან ფიქრობთ, რომ პარტნიორი ურთიერთობებისთვის იმაზე ნაკლებს აკეთებს, ვიდრე თქვენ.
წყარო: astrologi.ambebi.ge