თეგებით ძიება

რა ნივთები გჭირდებათ ბედნიერებისა და წარმატების მოსაზიდად - ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

არსებობს ნივთები, რომლებიც აუცილებლად უნდა გქონდეთ, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, თუ წარმატებისა და ბედნიერების მოზიდვა გსურთ. ვერძი


ცეცხლოვან ვერძს ღია ინტერიერი სჭირდება. ამასთან ის მინიმალიზმის მოყვარულია. ვერძის სახლში ბევრი სანთელი, წითელი ფერის აქსესუარები, ღია ფერის ნათურებია. ასეთ სახლში თავისი ბობოქარ რესურსს ყველაზე უკეთ აღადგენს. რასაც ნაცრისფერ ან შავ ინტერიერზე ვერაფერს იტყვით. აქ თავს დაღლილად და განადგურებულად იგრძნობენ.

Astrologia

კურო

კუროსთვის სახლი არის ციხესიმაგრე, სადაც შეუძლია იყოს ისეთი, როგორიც არის. ის ცდილობს შექმნას მყუდრო ატმოსფერო რბილი მოსაფარებლის, ხალიჩის, ბევრი ბალიშისა და ჩუსტების გამოყენებით. მათ გარეშე სამუშაო დღის შემდეგ ენერგიის აღდგენას ვერ მოახერხებენ.

Astrologia
ტყუპი


ტყუპისთვის ინტერიერი მნიშვნელოვანი არ არის. ის ზოდიაქოს ნიშანი სახლისთვის განკუთვნილი არაა. სახლში მათ დაკავებას მხოლოდ რაღაც მიმზიდველი თუ შეძლებს: საყვარელი წიგნი, საინტერესო თამაში. ეს ყველაფერი გაართობს და მარტოობას არ აგრძნობინებს, შესაბამისად სახლიდან არ გაიქცევა.

Astrologia

კირჩხიბი


კირჩხიბი ნამდვილი სილამაზის მოყვარულია, ამიტომ სახლის სიმყუდროვე მათთვის მნიშვნელოვანია. ისინი სახლს ლამაზი ჭურჭელით, ზღვის პეიზაჟის სურათებით და ლურჯი ფერის ფარდებით ავსებს. ეს ყველაფერი მას სახლში სრულ ენერგიას აგრძნობინებს. მათ ღია ფერის დიზაინი ინტერიერში არ შეესაბამებათ. პასტელურ ფერებში სულიერ ჰარმონიებს ვერ აღიდგენენ.

Astrologia



ლომი


ღია და კაშკაშა ლომი ინტერიერში თავის ინდივიდუალურობაზე გიჟდება. ის სახლს უჩვეულო ავეჯით აწყობს, ხოლო სახლის "მეფე" ხდება - სარბენი ბილიკი ან სატრენაჟორო მოწყობილობა. აქტიური ლომი ფიზიკურ ვარჯიშს გვერდს ვერ აუვლის. ლომისთვის სასურველია ბუხარის ან საღამოობით სანთლის დანთება. ცეცხლი სწრაფად დაგამშვიდებთ და პოზიტიური ენერგიით აგავსებთ.

Astrologia

ქალწული

პრაქტიკულ ქალწულს ძვირადღირებული ავეჯის შეძენა არ უყვარს და სახლს მოდის მიხედვით არ აწყობს. მაგრამ მათ იატაკის საწმენდის, ფეხსაცმლის და ტანსაცმლის ჯაგრისების და ოთახის მცენარეების გარეშე არ შეუძლიათ. ისინი კარგ იატაკის საწმენდში, მტვერსასრუტში ფულს ჩადებენ, მაგრამ არა ინტერიერის დეტალებში.

Astrologia

 

 

სასწორი


სასწორს ღია ფერები ბინაში არ უყვარს. პასტელური ფერების სახლში მოდუნება არ შეუძლიათ. განსაკუთრებულ ატმოსფეროს ოთახის მცენარეების და სანთლების საშუალებით ქმნიან. მათ სახლში მთავარ ადგილს საძინებელი იკავებს. საძინებელში ბევრი ავეჯი და სხვა ნივთები არასდროს არ უნდა იყოს. ხოლ ლოგინზე კი აუცილებლად თეთრი თეთრეული უნდა გადააფარონ.

Astrologia


მორიელი

მდიდრული და ორიგინალური - სწორედ ასე ქმნიან კომფორტს ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები. ისინი სიამოვნებით შეიძენენ ანტიკვ




არიატის ავეჯს, ძვირფას ფარდას, ორიგინალურ ლარნაკს. სახლში აუცილებლად უნდა ჰქონდეთ საქანელა. მდიდრულ საცხოვრებელში მორიელი თავს კომფორტულად და მშვიდად იგრძნობს.

Astrologia

 

 

მშვილდოსანი


მშვილდოსანი მოგზაურობაზე გიჟდება. სწორედ ამიტომ მათი სახლი სხვადასხვა ქვეყნის სუვენირებით არის სავსე. თუ მშვილდოსანს მოგზაურობაზე ფულის დახარჯვის შანსი არ აქვს, ის სახლს აავსებს ნივთებით, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის კულტურასთან ასოცირებული იქნება: სომბრერო, სპარსული ხალიჩა, მთის ბროლი. ოღონდ წვრილმანებში ზომიერება უნდა იცოდეთ და მთელი ცხოვრება ამ დეტალებით არ აავსოთ.

Astrologia


თხის რქა



შრომისმოყვარე თხის რქა გიჟდება სამზარეულოში ტრიალზე. სწორედ ამიტომ სახლში წმინდა ადგილი არის სამზარეულო. თავი რომ კომფორტულად იგრძნოს, მან ლამაზი სუფრა, ძვირფასი მაგიდის აქსესუარები და უჩვეულო ჭურჭელი უნდა შეიძინოს. ამის გარეშე სიამოვნებით ვერ მოამზადებენ და იმედგაცრუებული იქნებიან.

Astrologia

მერწყული


აქტიურ მერწყულს ერთ ადგილას დაჯდომა არ შეუძლია. ის მუდმივ მოძრაობაში არის: რაღაც უნდა შეაკეთოს ან დახატოს. ის ორ ტიპად იყოფა: ოსტატი და შემოქმედი ადამიანი. პირველმა სახლში ყველა სახის ინსტრუმენტით უნდ აავსოს, მეორემ კი უნდა უზრუნველყოს, რომ სახლში მოლბერტი, საღებავები და თიხა ჰქონდეს. ასევე ისინი სახლის თანამედროვე ტექნიკით გავსებაზე გიჟდებიან.

Astrologia

თევზები

თევზებს სიმშვიდე სჭირდებათ, მაგრამ შიში მათ სახლიდან გასვლის საშუალებას არ აძლევს. თავი რომ საკუთარ სტიქიაში იგრძნონ, ისინი სახლში მაქსიმალურად უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. მათ ბინაში აუცილებლად უნდა იყოს ვიდეო თვალთვალის კამერა, ცეცხლის ჩამქრობი და აფთიაქი. ასე სახლში მოდუნებას და ენერგიის აღდგენას შეძლებენ.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა