თეგებით ძიება

11 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი მაქსიმალურად აკონტროლეთ ემოციები და მოერიდეთ სპონტანურობას, დაპირისპირებას გარშემო მყოფებთან. ყური დაუგდეთ უფროსი ნათესავების, კოლეგების რჩევებს. გაიხსენეთ წარსული შეცდომები და აღარ დაუშვათ ახლები.
კურო
მგზავრობისას მოსალოდნელია თავგადასავალი. შეიძლება შეფერხდეს მიმოსვლა. დაიძაბოს ურთიერთობა ოჯახის წევრებთან და კოლეგებთან. მოერიდეთ ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელ ადამიანებთან ურთიერთობას.

ტყუპი
ემოციებსა და სურვილებს აყოლილმა შეიძლება სპონტანური საქციელი ჩაიდინოთ. იყავით მაქსიმალურად ფრთხილი და დაკვირვებული. მოერიდეთ ექსპერიმენტებს კვებაში. აგრეთვე, სტრესულ სიტუაციებს.

კირჩხიბი
აკონტროლეთ საკუთარი თავი, ემოციები და გარშემო მყოფები. საოჯახო საქმეების გამო მოერიდეთ კამათს მშობლებთან და საყვარელ ადამიანთან. სხვა დღისთვის გადადეთ საბუთების ოფიციალური გაფორმება.

ლომი
ნუ გაართულებთ ურთიერთობას გარშემო მყოფებთან. ემოციებს აყოლილმა არ იკამათოთ საყვარელ ადამიანთან, მგზავრებთან, მომსახურების სფეროს წარმომადგენლებთან ყური დაუგდეთ მშობლების რჩევებს.

ქალწული
მეტი ყურადღება გმართებთ ფინანსური საკითხების მოგვარებისას. შეიძლება ვალის დაბრუნება მოგთხოვონ. ემოციები დაიმშვიდეთ და გადაწყვეტილებები ისე მიიღეთ.

სასწორი
თუ საკუთარ
თავსა და შესაძლებლობებში დარწმუნებული ხართ, გაბედულად იმოქმედეთ. ნუ გარისკავთ იქ, სადაც შეიძლება დამარცხდეთ. სხვა დღისთვის გადადეთ ექსპერიმენტები.

მორიელი
არ დაარღვიოთ იურიდიული და მორალური კანონები. ცუდი დღეა სამაგიეროს გადასახდელად. მეტი დრო დაუთმეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას, ურთიერთობის გაუმჯობესებას ნათესავებთან.

მშვილდოსანი
პრობლემები დამოუკიდებლად მოაგვარეთ. არავინ ჩაახედოთ თქვენს პირად საქმეებში. თუმცა, სხვებს დახმარებაზე უარი არ უთხრათ. კარგი დღეა ვალების გადასახდელად, დანაპირების შესასრულებლად.

თხის რქა
მაქსიმალურად შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ეცადეთ, ემოციებს არ აჰყვეთ. თავად ნუ გადადგამთ პირველ ნაბიჯს. შეინარჩუნეთ ცივსისხლიანობა და ნუ გახდებით საკუთარი წარუმატებლობის მიზეზი.

მერწყული
იყავით დისციპლინირებული და პატიოსნად შეასრულეთ თქვენზე დაკისრებული მოვალეობა. ნუ დაარღვევთ წესებს, ნუ მოცდებით არაფრისმომცემ საქმეებზე.

თევზები
ზედმეტად მგრძნობიარე და ემოციური ხართ. ნუ აჰყვებით ცდუნებას, ნუ დაარღვევთ იურიდიულ და მორალურ კანონებს. თუ ვიღაცამ გიღალატათ, დღეს ნუ ეცდებით მისთვის სამაგიეროს გადახდას.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა