თეგებით ძიება

11 თებერვალი, მთვარის მერვე დღე

ორშაბათი, მთვარე გადის კუროს ზოდიაქოს
ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები.
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ.
კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად.
კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად.
ხშირად იმოძრავეთ, გადაადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი.
სხვა დღისთვის გადეთ ქორწინება და ნიშნობა.
ამ დღეს დაბადებული ადამიანი შრომისმოყვარე და ნიჭიერია. არ ეყვარება ფიზიკური დატვირთვა. მისგან კარგი მსახიობი დადგება.
მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას.
კარგი დღეა თმის შესაჭრელად.
ამ დღის ქვებია: მორიონი და ქრიზოლითი.

მთვარის მერვე დღე დაიწყება 10:31
მთვარე კუროს ზოდიაქოში გადავა 5:28

სამედიცინო რეკომენდაციები - მთვარე კუროში
მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე.
ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
დღეს კარგია ცურვა, საუნა.
რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა