12 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი აგრესიულობისა და სკანდალურობის გამო მოიმატებს დაპირისპირება გარშემო მყოფებთან. იყავით მაქსიმალურად დიპლომატიური. მოერიდეთ ურთიერთობის გართულებას საყვარელ ადამიანთან.
კურო
მშვიდად მოაგვარეთ უსიამოვნებები (განსაკუთრები, იმ ადამიანებთან, ვისთანაც დაძაბული ურთიერთობა გაქვთ) და დაასრულეთ დაწყებული საქმეები. გულითადი საუბარი შეიძლება ემოციების აფეთქებით დასრულდეს.
ტყუპი
ეცადეთ, ემოციურად მშვიდ იყოთ. ზოგიერთს უცნაური მიდრეკილებები გაუჩნდება (საყოფაცხოვრებო, სექსუალური, გასტრონომიული). სიფრთხილე გმართებთ საჭმლის მომზადების დროსაც კი.
კირჩხიბი
ნუ ეცდებით ვინმეზე კარგი შთაბეჭდილების მოხდენას, ბუნებრივი იყავით. აგრეთვე, ნუ უყურებთ მოვლენებს ზედმეტ მუქ ფერებში. მოერიდეთ ოჯახურ კონფლიქტებს, ფიზიკურ და ემოციურ ტრავმებს.
ლომი
თქვენზე დიდ გავლენას ახდენს დაპირისპირება ოჯახის წევრებს შორის, გარემო საზოგადოებაში. ეჭვიანობის, წყენის ან რისხვის გავლენით პოზიტიურს ვერაფერს შექმნით.
ქალწული
წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსწორების დღეა. მოერიდეთ ექსპერიმენტებს ფსიქოლოგიურ, ფინანსურ და ტექნიკურ სფეროებში. ნუ გაიჩენთ ახალ მოკავშირეებს, ძველებთან ითანამშრომლეთ.
სასწორი
კონფლიქტური დღეა. გაგირთულდებათ საქმეების დასრულება. ნუ გარისკავთ იქ,
სადაც საჭირო არა. მოერიდეთ ნერვულ სიტუაციებს, ჯანმრთელობის გაუარესებას.
მორიელი
საქმეები და განწყობა შეიძლება პარტნიორებმა გაგიფუჭონ ან ადამიანმა, ვისაც ენდობოდით (ოჯახის წევრი, პედაგოგი...) ნურავის განსჯით, დაელოდეთ მოვლენების განვითარებას. მოერიდეთ საეჭვო საქმეებში ჩართვას.
მშვილდოსანი
ფსიქოლოგიურად დაძაბულ გარემოში მოგიწევთ მუშაობა. ინტერესთა გამო კოლექტივში კონფლიქტია მოსალოდნელი. მოერიდეთ კამათს გარშემო მყოფებთან. ნუ იქნებით ეჭვიანი და შურისმაძიებელი.
თხის რქა
რთული დღე ელით იმ ნიშნებს, რომლებმაც ჯერაც ვერ გააკეთეს არჩევანი. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს. მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, ხელშეკრულებების გაფორმებას.
მერწყული
ახალი საქმეების დაწყება სხვა დღისთვის გადადეთ. მეტად გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. წვრილმანი უსიამოვნებების გამო არ გაიფუჭოთ განწყობა. მეტ მზრუნველობას საჭიროებს შინაური ცხოველი.
თევზები
საშიშ თამაშებსა და რთულ საქმეებში ნუ ჩაერთვებით. ნუ გარისკავთ, როცა საქმე ფულს, კარიერსა და ბიზნესს ეხება. ეცადეთ, დაიცავთ თავი მოსალოდნელი უსიამოვნებებისგან.
წყარო: astrologi.ambebi.ge