თეგებით ძიება

ხართ თუ არა "მტაცებელი ქალი" ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

ქალებს ხშირად მტაცებლებს ადარებენ, ზოგიერთი მათგანი კონფლიქტებს არ ერიდება და ყველაფერზე შეუძლიათ წასვლა, თუ პირად მყუდროებას დაურღვევთ,თუმცა არიან ისეთები, აურზაურს რომ ყველანაირად ერიდებიან. მოდი, გავიგოთ, ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან "მტაცებელი ქალები".

ვერძი

ვერძ ქალბატონებს განსაკუთრებული უნარი აქვთ, გამოავლინონ საოცარი ძალა და მიზანდასახულობა. ქალ ვერძს მტაცებელივით არ მოსწონს, როცა მას წინააღმდეგობას უწევენ. მათ არაფის და არავისი არ ეშინიათ. ისღა დაგრჩენიათ შეეგუოთ მოცემულობას.

Astrologia

კურო

კუროებს მარტოობა უყვართ. რთულად ეგუებიან ახალ გარემოს და ხშირ შემთხვევაში ერიდებან საჯაროდ საკუთარი აზრის გამოხატვას. მათთვის დამახასიათებელია ნაზი შეუპოვრობა და სულიერი სიძლიერე. ნუ აწყენინებთ მის ახლობლებს, კურო ასეთ შემთხვევაში მტაცებლურ თვისებებებს გამოავლენს და თუ ის თავს დაგესხათ, უნდა გაიქცეთ.


Astrologia

ტყუპი

ტყუპს არნახული ბრძოლისუნარიანობის უნარი აქვს და ცხოვრებისგან მიღებულ ახალ ბიძგებს ზედმეტი დაძაბულობის გარეშე ეგებება. ის მხოლოდ მაშინ იქცევა მტაცებლად, როცა თავისუფლების წართმევას დაუპირებთ.


Astrologia

კირჩხიბი

ქალი კირჩხიბები საკმაოდ დამთმობი და რბილი ხასიათის ჩანან, თუმცა არ მოტყუვდეთ! ისინი ლომებს ჰგვანან, ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ქალბატონებს შეუძლიათ ნებისმიერი საქმის საკუთარ თავზე აღება,ყველანაირ საქმეს იდეალურად უმკლავდება. მტაცებლად იქცევა მაშინ, როცა ეჭვიანობს.


ლომი

პატივისცემას და ყურადღებას არის მიჩვეული. ქალ ლომს ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს და მხოლოდ იმ პარტნიორს ირჩევს,ვისშიც პერსპექტივას და კეთილდღეობას ხედავს, როცა საქმე მათ რჩეულს ეხება, ნადირობას იწყებს. უმიზეზოდ არავის არ ესხმიან თავს.

Astrologia

ქალწული

ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალბატონები ყველაზე ფრთხილი და გაწონასწორებული მტაცებელია. გაწაფული გონება მოხერხებულ მტაცებლობაში ეხმარება.


სასწორი

 

სასწორები საუკეთესო თავდამსხმელები არიან, როცა სჭირდებათ. "ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი" - მათზეა ნათქვამი.



მორიელი

შესაძლოა სუსტი და დაუცველი მოგეჩვენოთ, სინამდვილეში ძალიან ძლიერები და დამოუკიდებლები არიან, ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ მანდილოსნებს ვეფხვივით შეუძლიათ დაგესხნენ თავს, ხშირად მიზეზს ვერც გაიგებთ, რადგან მათთვის ეს ჩვეული მოვლენაა.



მშვილდოსანი

ყოველთვის იმუშავებენ ბრძოლის გეგმას. მათ საუკეთესოდ შეუძლიათ სტრატეგიების გათვლა ეს კი უადვილებთ ორთაბრძოლას გარშემო მყოფებთან. ის გამორჩეული ნიშანია, რომელიც თითქმის არასდროს არ ესხმის ადამიანს თავს.


Astrologia

თხის რქა

იშვიათია მათგან მტრული თავდასხმები. ყოველთვის მზად არის თქვენს დასახმარებლად, ეს მოვალეობადაც კი მიაჩნიათ. მრისხანებას უნდა ელოდოთ მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როცა საქმე მის ოჯახის წევრებს ეხებათ.



მერწყული
ნუ შეეცდებით მის შეჩერებას, მიიღეთ ისეთი როგორიც არის, ქალი მერწყული ყოველთვის თავისებურად იქცევა, დამახასიათებელ მოულოდნელობას თავდასხმაში ავლენს. თხის რქის მსგავსად ყოველთვის მზად არიან დახმარების ხელი გაუწოდონ სხვებს და როცა საქმე მათ ახლობლებს ეხება მოულოდნელად დაგესხმევათ თავს.



თევზები

თევზები მოხერხებული მელიები არიან. თუ მისი მონადირება გსურთ დიდი ძალისხმევა და მოთმინება გმართებთ. მსახიობის განსაკუთრებული უნარები აქვთ, მათთან გაწონასწორებული ურთიერთობა გმართებთ, ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალბატონები სახიფათოები არიან და და ისე დაგესხმევიან თავს ვერც გაიგებთ.


Astrologia

სტატია მოამზადა თამარ ბოკუჩავამ

წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა