როგორი მაკიაჟი უნდა გაიკეთოთ თქვენი სილამაზის მაქსიმალურად წარმოსაჩენად, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით? + თვალსაჩინოება
როგორც ასტროლოგები ამბობენ, ყველა ქალს გააჩნია წარმატებისა და იღბლის თავისი ფერი. დღეს ჩვენ მოგითხრობთ, როგორი მაკიაჟი უნდა ატაროს ზოდიაქოს ნიშნის სხვადასხვა წარმომადგენელმა, რათა ხაზი გაუსვას თავის ბუნებრივ სილამაზეს. მაკიაჟი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით:
ვერძი
მეამბოხე სულის მქონე ავანტიურისტ ვერძს იდეალურად მოუხდება წითელი პომადა. მას თამამად შეუძლია ექსპერიმენტები ატაროს ფერებთან. გამოიყენეთ მოცულობითი ტუში, ტონალური კრემი კი კანის ფერის
შესაბამისად შეარჩიეთ.
კურო
შემოქმედებით კუროებს უყვართ საკუთარი ტავის მოვლა და მუდმივად ადევნებენ თვალს სიახლეებს მოდის სამყაროში. მათ ეხერხებათ პარფიუმისა და ჩრდილების ფერის კარგად შერჩევა. ნაცრისფერი, იასამნისფერი და ყავისფერი
ფერები იდეალურად გაუსვამს ხაზს თქვენი ხასიათის თავისებურებებს.
ტყუპები
ტყუპებს კრეატივის დედა შეიძლება ვუწოდოთ. მკვეთრი, არასტანდარტული მაკიაჟი უბადლოდ წარმოაჩენს თქვენი ხასიათის დადებით მხარეებს.
კირჩხიბი
ემოციური კირჩხიბებისთვის მკვეთრი ფერები რეკომენდებული არ არის. მაკიაჟი Nუდე იდეალურად მოუხდება მგრძნობიარე კირჩხიბს. ყვრიმალების გამოსაკვეთად კი ნაზი ვარდისფერი რუჟი გამოიყენეთ.
ლომი
თავდაჯერებულ ლომებს ძალზედ უხდებათ შმოკეყ Eყეს. წვეულებებისთვის ოქროსფერი ჩრდილები იდეალური იქნება. პომადის ფერი, უმჯობესია, არ იყოს მკვეთრი.
ქალწული
აკურატულ ქალქულებს კარგი გემოვნება და ზომიერება ახასიათებთ. მათ თავშეკავებული მაკიაჟი მოუხდებათ. სახის გასანათებლად გამოიყენეთ ჰაილაითერი.
სასწორი
სასწორის მტკიცე ხასიათს კლასიკური ისარი იდეალურად გამოკვეთავს. მათ კონტრასტულობა უხდებათ. შეგიძლიათ ტავისუფლად ჩაატაროთ ექსპერიმენტები მაკიაჟის სხვადასხვა სტილებტან, თუმცა გახსოვდეთ, რომ ხაზი აუცილებლად მხოლოდ ერთ ნაწილს უნდა გაუსვათ: ან თვალებს, ან ტუჩებს.
წყარო: astrologi.ambebi.ge