თეგებით ძიება

ის, რასაც არასდროს გააკეთებთ, თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ზოდიაქოს ყველა ნიშანს აქვს ზღვარი, რომელსაც არასდროს გადააბიჯებს. გაინტერესებთ, რას ვერ აიტანთ? ვერძი
ვერძის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები არიან მებრძოლნი, მამაცნი. ისინი ყოველთვის პირველი მიიწევენ ბრძოლის ველზე. ვერძს ვერასდროს აიძულებთ უმოქმედოდ ყოფნას.

კურო
კურო თავდაპირველად შესაძლოა ლოიალური და დამთმობი მოგვეჩვენოს, თუმცა, რეალურად, ის საკმაოდ ჯიუტია. რთული და ზოგჯერ შეუძლებელიც კია, დათმოს საკუთარი პოზიცია.

ტყუპები
ტყუპები უზომოდ აქტიური, კომუნიკაბელური და ქარიზმატული ხალხია. ისინი არასდროს შეეგუებიან რუტინულ სამუშაოს. მათ მუდმივი სიახლეები და საინტერესო ცხოვრება სწყურიათ.
Astrologia
კირჩხიბი
კირჩხიბი თბილი და მზრუნველია. მას უკიდეგანოდ უყვარს ოჯახის წევრები და ახლობლები. კირჩხიბი არასდროს მიატოვებს საყვარელ ადამიანს რთულ მდგომარეობაში, მას არ სჩვევია ღალატი.

ლომი
ლომი უზომოდ ამაყია, არასდროს ჩაიდენს იმიჯის შემლახავ საქციელს. მისთვის უმთავრესია, რომ ყველას თვალში სამართლიანი და ღირსეული ჩანდეს.


ქალწული
ქალწულისთვის უმთავრესია ჰქონდეს ცხოვრების მიზანი, კონკრეტული




გეგმები და საყვარელი საქმე. მას არ შეუძლია ცხოვრება საქმიანობის გარეშე. მისი ხელები მუდმივად რაღაცას აკეთებს, გონება კი - განუწყვეტლივ მუშაობს.



მორიელი
მორიელისთვის უმნიშვნელოვანესია არა უბრალოდ ყურადღების ცენტრში ყოფნა, არამედ, მუდმივი ზრუნვა და აღიარება გარშემომყოფებისგან. მათ სურთ ყველა და ყველაფერი მათ გარშემო ტრიალებდეს. მორიელი არასდროს გადაწევს საკუთარ თავსა და ინტერესებს უკანა პლანზე.


მშვილდოსანი
მშვილდოსანი გამოუსწორებელი ოპტიმისტი, სიცოცხლით აღსავსე და აქტიურია. მას არასდროს ექნება ცხოვრების მშვიდი რიტმი. მას, უბრალოდ, არ შეუძლია საკუთარი თავის ჩარჩოებში გამომწყვდევა.



თხის რქა
შესაშურია თხის რქებისათვის დამახასიათებელი მიზანმიმართულობა და შრომისუნარიანობა. მათ აქვთ მიზნები, რომელთა მისაღწევად არაფერს იშურებენ. ამ ნიშნით დაბადებული არასდროს დაიხევს უკან.


მერწყული
მერწყულები იმდენად არაორდინალურნი და თავისუფლების მოყვარულნი არიან, არასდროს შეასრულებენ იმ საქმეს, რომელიც არ აინტერესებთ.


თევზები
თევზები ხშირად იტანჯებიან შინაგანი ბრძოლებით. მათში თითქოს ორი საპირისპირო გზით მიმავალი ადამიანი ცხოვრობს. ვერასდროს იტყვი რას გააკეთებს ან არ გააკეთებს.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა