21 თებერვლის პროგნოზი, ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით
ხარი მოსალოდნელი გაურკვევლობა და უთანხმოება კოლეგებს შორის, რის გამოც გამშველებლის როლის მორგება მოგიწევთ, მაგრამ შესაძლოა ჯოხი მაინც თქვენზე გადატყდეს. მზად იყავით დაუმსახურებელი საყვედურების მოსასმენად. 21 თებერვალს დასახულ მიზანს ადვილად მიაღწევთ თქვენი კრეატიულობის დახმარებით. შესაძლოა დაგეკისროთ სოციალური პასუხისმგებლობა. მოგიწევთ სახლშიც იმუშაოთ, რის გამოც ოჯახის წევრებს დისკომფორტი შეექმნებათ. მთელი დღე უთქვენოთ გაატარეს და სურდათ, რომ საღამოს მაინც მიგექციათ მათთვის ყურადღება.
ცხვარი
ქალაქიდან გასვლის საშუალება მოგეცემათ. მიუხედავად ამისა, უფრო დაგეგმვისა და ფიქრის დღეა, ვიდრე აქტიურად მოქმედების. ზოგიერთი ცხვარი იგრძნობს, რომ ძალიან სჭირდება განმარტოება. სამსახურში მოსალოდნელია დაძაბულობა. შფოთი გაგყვებათ მთელი საღამო.
ვირთხა
დღეს თქვენი მისია მეგობრების შემოკრება და იმ ადამიანების კეთილგანწყობის მოპოვებაა, რომელსაც დიდად არ ეხატებით გულზე. შესაძლია სულაც არ გინდოდეთ მათთან ურთიერთობის დათბობა, მაგრამ საქმეს სჭირდება. შეეხმიანეთ ძველ მეგობრებს, თქვენი გამოჩენა მათ ძალიან გაახარებთ. ერთი ზარით შეძლებთ გაამყაროთ კავშირი, რომელიც ცოტა არ იყოს შესუსტდა. დიდი ხანია იძახით, რომ ვარჯიში უნდა დაიწყოთ, მგონი, მოქმედების დროა.
გველი
დღეს პარტნიორი ოჯახის შექმნაზე დაგიწებთ საუბარს. მისი მონდომება და სამომავლო გეგმები გაგამხნევებთ და საუკეთესო მოტივაციად იქცევა თქვენთვის. დაოჯახებულ გველს დიდი ეჭვიანობა ელოდება. პრობლემა, რომელიც ახლა ძალიან დიდი გეჩვენებათ, სინამდვილეში არც თუ ისე დიდ ძალისხმვევას მოითხოვს და სწრაფად მოგვარდება.
დრაკონი
ძალიან საჭირო გახდებით გარშემომფოყეფებისთვის, რაც შურს აღძრავს თქვენ მტრებშიც და მოყვარეებშიც. ხვალ აუცილებლად უნდა სცადოთ რაღაც ისეთ, რაც უწინ არასდრო სგიცდიათ, თუნდაც სახიფათო. საშიშ არაფერია, რადგან ვარსკვლავები გმფარველობენ.
ვეფხვი
ისეთი განცდა დაგეუფლებათ, თითქოს განზე დგახართ და შორიდან აკვირდებით მიმდინარე მოვლენებს... თითქოს ყველაფერი ის, რაც რეალურად თქვენ გარშემო ხდება, თქვენ არანაირად არ გეხებათ. ფრთხილად იყავით, სინამდვილეს არ მოწყდეთ. მოსალოდნელია სერუოზული საუბარი, რომელიც კარიერულ ცვლილებებს გამოიწვევს.
კურდღელი (კატა)
კარგი დღეა გამომგონებელი კურდღლებისთვის, კულინარებისა და მწერლებისთვის. იტრალეთ სამზარეულოში, რადგან მოგაფიქრდებათ საფირმო კერძები, რომლებიც მომავალში სახელს
გაგითქვამთ; წერას აყოლილებო... შესაძლოა ბესტსელერს გამოჰკრათ ხელი! სადაც არ უნდა იყოთ, მუზა გეწვევათ თუ არა, კალამს მოჰკიდეთ ხელი ან მობილურში ჩაინიშნეთ იდეები. თუ ფინანსური სიდუხჭირის გამო ვერ ახერხებთ თქვენს გამოგონებას ფრთები შეასხათ, მეცნიერებო, აქტიურად ეძებეთ დამფინანსებლები!
ცხენი
მოსალოდნელია ტრავმები და ფიზიკური დაზიანებები, ამტომ სიფრთხილე გმართებთ. მოერიდეთ მაღალ შენობებს, ლიფტებს, ქუჩაზე უყურადღებოდ გადასვლას, მანქანის ან მოტოციკლეტის სწრაფად ტარებას. კარგი დღეა სამსახურის ძიებისთვის, სწორედ იქ მოხვდებით, სადაც თქვენი ადგილია.
მაიმუნი
თუ გსურთ, რომ ადამიანები გამოგყვნენ, ჯერ მათი ნდობა უნდა მოიპოვოთ. თქვენი ფილოსოფიური მოძღვრებები საინტერესოა, მაგრამ გარშემომყოფებისთვის ფუჭ სიტყვებად რჩება, რომელსაც ვერც დაეყრდნობიან და ვერც მიედნობიან. ბიზნესმენი მაიმუნებისთვის კარგი დღეა.
ძაღლი
უჩვეულო დავალებას მოგცემენ, თავიდან დაფრთხებით, მაგრამ მალევე მიხვდებით, რომ საგანგაშო არაფერია.
ძველი მეგობრები ვერ გაგიგებენ, ამიტომ ახალი თანამოაზრეების ძებნა მოგიწევთ. პარტნიორი სასიამოვნოდ გაგაოცებთ,
თუ თავად არ გახდებით კონფლიქტის მიზეზი.
წყარო: astrologi.ambebi.ge