22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი ნუ გაირთულებთ ცხოვრებას. განსაკუთრებით არასტანდარტული სურვილებით. საქმიან ურთიერთობაში იყავით უშუალო; სასიყვარულოში - რომანტიკული.
კურო
მეტად თანამედროვე უნდა გახდეთ. ჩამოწერეთ უქმეებზე შესასრულებელი საქმეების გეგმა. უმჯობესია, თუ საყვარელ ადამიანებთან ერთად ქალაქგარეთ გაემგზავრებით და იმხიარულებთ.
ტყუპი
მეგობრული უნდა იყოთ და დახმარებაზე უარი არავის უთხრათ. მოერიდეთ ავანტიურას. ერთგულმა ადამიანმა რომც შეგაგულიანოთ. საღამო თანამოაზრეებთან ერთად გაატარეთ.
კირჩხიბი
შეიძლება შეგეცვალოთ განწყობა, დეკორაცია და გარემო გარშემო. ან თავად აღმოჩნდეთ თქვენთვის უჩვეულო როლში. მეტი დრო დაუთმეთ შინაური ცხოველების მოვლას.
ლომი
უმჯობესია, ეს დღე შინ, მშვიდ გარემოში გაატაროთ. ნუ გექნებათ დიდი მოლოდინი, იმედგაცრუებული რომ არ დარჩეთ. საღამო მსუბუქ საქმიანობას დაუთმეთ. რომანტიკულ ფილმს უყურეთ.
ქალწული
თუ პარტნიორმა არ იცის რა სურს, ის გააკეთეთ, რაც საჭიროდ მიგაჩნიათ. საღამო ოჯახურ გარემოში გაატარეთ. თუ აქტიურობის მოყვარული ხართ, შინ შეგიძლიათ შოუ, მხიარული წვეულება მოაწყოთ.
სასწორი
დილა
რუტინული საქმეების მოგვარებას დაუთმეთ. შუადღის შემდეგ სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება. საღამო თანამოაზრეებთან ერთად ვირტუალურ არ რეალურ სამყაროში გაატარეთ.
მორიელი
გამოასწორეთ დაშვებული შეცდომები საქმეებში, ურთიერთობებში. შეიძლება ახალი ინტერესის სფერო ან ფულის შოვნის ახალი წყარო გამოგიჩნდეთ. ზოგიერთი ახალი გასართობისთვის დახარჯავს ფულს.
მშვილდოსანი
სენტიმენტალური და მგრძნობიარე ხართ. შეიძლება მუსიკისადმი გაგიმძაფრდეთ ინტერესი. შეიძლება საყვარელი ზღაპრებიც კი გაიხსენოთ. ზოგიერთი ბავშვობის იდეების განხორციელებას შეეცდება.
თხის რქა
შემოქმედებისა და თავგადასავლებისადმი გაგიმძაფრდებათ ინტერესი. არ გეკრძალებათ ნიღბების მორგება და სხვადასხვა როლის თამაში. დღევანდელი ოცნებები შეიძლება ზუსტად არ აგისრულდეთ, მაგრამ მოქმედების ჟინი არ დაგეკარგებათ.
მერწყული
ნუ ჩაიციკლებით წარსულზე, წარუმატებლობაზე. ახალ შემოთავაზებებს მიიღებთ, შეიძლება ახალი იდეები გაგიჩნდეთ, ახალი გეგმა შეადგინოთ. საღამო თანამოაზრეებთან ერთად გაატარეთ.
თევზები
ფანტაზიორი ხართ და შეიძლება საკუთარი თავი სხვადასხვა სიტუაციაში სხვადასხვაგვარად წარმოაჩინოთ. ნუ გადადებთ მომავლისთვის იმ საქმეს, რომლის დასრულებაც დღეს შეგიძლიათ.
წყარო: astrologi.ambebi.ge