მთვარის ჰოროსკოპი: 24 თებერვალი
კვირა, მთვარე გადის მორიელის ზოდიაქოს
ამ დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ.
კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის
გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ.
კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად.
უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ.
მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას.
ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
ამ დღეს დაბადებული ბავშვი მეტად ამაყი და ჯიუტი ხასიათისაა. მისგან ან დიქტატორი ან ხელოვანი გამოვა
მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს.
არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს.
თმის შეჭრას არ გირჩევთ.
ამ დღის ქვაა წითელი იასპი.
მთვარის მეოცე დღე დაიწყება 13:04
სამედიცინო რეკომენდაციები - მთვარე მორიელში
მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს.
დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
ამ დღეს რეკომენდებულია: ცურვა, შხაპის მიღება.
მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი.
მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
წყარო: astrologi.ambebi.ge