26 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი მაქსიმალურად მოერიდეთ დაპირისპირებას და კონფლიქტს გარშემო მყოფებთან. თუ ემოციებს არ მოთოკავთ, ოჯახშიც დაგეძაბებათ ურთიერთობა. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას "ცხელ გულზე".
კურო
ნუ ჩავარდებით პესიმიზმში, თუ ვინმესგან კრიტიკას დაიმსახურებთ. ეცადეთ გამოასწოროთ დანაშაული. იმის გამო, რომ შეცდომა არ დაუშვათ, უქმად ნუ იჯდებით. გახსოვდეთ: "შეცდომა არ მოსდის მას, ვინც არაფერს აკეთებს".
ტყუპი
ფინანსური საკითხები დღის პირველ ნახევარში მოაგვარეთ. თვითკრიტიკული და დისციპლინირებული იყავით. მოერიდეთ უცხო ადამიანებთან საჭირბოროტო სკაითხებზე მსჯელობას.
კირჩხიბი
გააუმჯობესეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. იმათთანაც კი, ვისთანაც გიჭირთ საერთო ენის გამონახვა. მოერიდეთ ხელშეკრულებების გაფორმებას და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას.
ლომი
მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარების დღეა. ნაკლები დრო დაუთმეთ მოლაპარაკებებს და მეტი - მუშაობას. მოერიდეთ უსიამოვნებას კოლეგებთან. სამსახურებრივი უსიამოვნებების გამო ნუ იკამათებთ ოჯახის წევრებთან.
ქალწული
მშვიდობიანად მოაგვარეთ უსიამოვნებები. თქვენ მიმართ პრეტენზიები შეიძლება ჰქონდეს ყველას. იყავით მაქსიმალურად მშვიდი და მხოლოდ ის შენიშვნები გაითვალისწინეთ, რომლებიც მნიშვნელოვანია თქვენთვის.
სასწორი
მოულოდნელი უსიამოვნებების დღეა. ნუ დაიწყებთ ახალ საქმეებს, ნუ გააფორმებთ ხელშეკრულებებს. იმ ადამიანებთანაც კი, ვისაც "მილიონი წელია" იცნობთ. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ, გაანალიზეთ მომხდარი.
მორიელი
სიფრთხილე გმართებთ ფინანსური
საკითხების მოგვარებისას, მგზავრობისას. აზრთა სხვადასხვაობის გამო მოერიდეთ დაპირისპირებას გარშემო მყოფებთან. ობიექტურად შეხედეთ მოვლენებს, ადამიანებს.
მშვილდოსანი
შეიძლება საყიდლებით, ურთიერთობებით, საქმიანი მოლაპარაკებებით არ იყოთ კმაყოფილი. ზოგიერთი "შავი დღისთვის" გადანახულ თანხასაც კი დახარჯავს. შეიძლება ვერ იპოვოთ ის, რასაც ეძებდით.
თხის რქა
მშვიდად აკეთეთ ყოველდღიური საქმეები. არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი დღეს არ დაიწყოთ. თუ არ გსურთ, ურთიერთობა დაგეძაბოთ გარშემო მყოფებთან, შენიშვნებსა და კრიტიკას მოერიდეთ. არ დააბანდოთ ფული.
მერწყული
თუ საკუთარ ძალებსა და სიმართლეში დარწმუნებული ხართ, ბოლომდე იბრძოლეთ. თუმცა, დროისა და ენერგიის დახარჯვაც მოგიწევთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარკვევას გარშემო მყოფებთან. ძილის წინ მოიშორეთ უარყოფითი აზრები.
თევზები
იდეების განსახორციელებლად შეიძლება არ გეყოთ თანხა ან ადამიანებმა დაგაღალატონ. ეცადეთ, სხვა დღისთვის გადადოთ მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება, მოლაპარაკებები.
წყარო: astrologi.ambebi.ge