როგორ ანგრევს თითოეული ზოდიაქოს ნიშანი საკუთარ ცხოვრებას?
ვერძი თქვენ ცხოვრებას ნეგატივით ინგრევთ და საკუთარ თავს იმის უფლებას აძლევთ, რომ მასში ჩაეფლოთ. თქვენი ფეთქებადი ხასიათი და ჯიუტი ბუნება უამრავ პრობლემას გიქმნით. ხანდახან ნეგატიურ სამყაროში ცხოვრობთ და სხვებს მის ნაწილად ყოფნის სურვილი არა აქვთ. ნუ მისცემთ გარემოებას თქვენზე ნეგარიური ზემოქმედების უფლებას. ისწავლეთ მრისხანების შეტევის კონტროლი და ყველა წვრილმანზე ნუ იდარდებთ.
კურო
"ყველაფრის კონტროლირების" ჩვევას თქვენი ცხოვრების დანგრევა შეუძლია. ყველას და ყველაფრის კონტროლის შინაგანი მოთხოვნილება ბედნიერი ცხოვრების უფლებას არ გაძლევთ.
შეეგუეთ იმ აზრს, რომ ცხოვრებაში დაუგეგმავი სიტუაციებიც არსებობს და ყველაფრის კონტროლი საჭირო არ არის. "სადავეებს" თუ მოუშვებთ და ცხოვრებას თვითდინებაზე მიუშვებთ, ბევრად უკეთესად იცხოვრებთ.
მარჩბივი
ამ ნიშნით დაბადებულები ისე ანადგურებენ საკუთარ ცხოვრებას, რომ თავად კომფორტის ზონაში რჩებიან. თქვენთვის მისაღებია ცხოვრების ის წესი, რომლითაც ცხოვრობთ ანუ ცხოვრებას კი არ იწყობთ, მას ეწყობით. და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ცვლილებების გაშინიათ. თანხმდებით კარიერას, რომელიც არ გაბედნიერებთ, ქმნით ოჯახს და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ასეა საჭირო. იმაზე დაფიქრებულხართ, თქვენ რა გინდათ? იქნებ დრო მოვიდა, რომ "ნიჩბები აიღოთ და დინების საწინააღმდეგოდ იცუროთ?"
არ უნდა იფიქროთ, რომ პატარ-პატარა ცვლილებები ცუდია, ხოლო მონოტონური ერთფეროვნება – კარგი. განვითარება და წინსვლა მხოლოდ ცვლილებებით არის შესაძლებელი.
კირჩხიბი
ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულების პრობლემა ის არის, რომ ისინი მეტისმეტად ბევრს ფიქრობენ სხვებზე და მგრძნობიარენი არიან სხვა ადამინებთან დამოკიდებულებაში. სწორედ ეს თვისება არის შემფერხებელი ფაქტორი, თქვენი კეთილდღეობის და წინსვლის გზაზე.
უბრალოდ გააცნობიერეთ, რომ ზედმეტი ფიქრი საჭირო არ არის. თქვენი სათნოება სამაგალითოა, მაგრამ ძალიან ღრმად შესვლაც არ არის საჭირო. ნუ მისცემთ სხვებს თქვენი გამოყენების უფლებას.
ლომი
თქვენი საქციელი და მოქმედება უმცირეს დეტალებამდეა გათვლილი, ისე როგორც სამუშაო მექანიზმი. საკითარ ემოციებს მალავთ და თვლით, რომ დაუცველობა — სისუსტის მაჩვენებელია, ხოლო "ჩაკეტილობა" და "გულჩათხრობილობა" თქვენი უპირატესობაა.
სინამდვილეში, ეს ასე არ არის. საკუთარი ემოციების დამალვის და სხვებთან შეზღუდული ურთიერთობის სურვილი, საზოგადოებისგან იზოლაციას იწვევს. კარგია, რომ შეგიძლიათ ემოციური მდგომარეობის კონტროლი, მაგრამ არც ნამდვილი გრძნობები უნდა დაივიწყოთ. და კიდევ, გახსოვდეთ, რომ გრძნობების დემონსტრირება – სისუსტე კი არა, თვითგამოხატვაა.
ქალწული
თქვენი პრობლემა ის არის, რომ ნებისმიერი წარუმატებლობის შემთხვევაში, ყოველთვის საკუთარ თავს ადანაშაულებთ და არასდროს ითვალისწინებთ გარემოებას, რაც თქვენი მარცხის მიზეზი შეიძლება ყოფილიყო. ეს კი თვითშეფასების დონეს გიმცირებთ. ხართ მეტისმეტად თვითკრიტიკული, საკუთარ თავში ნაკლს ყოველთვის პოულობთ, ღირსებებს კი არ ითვალისწინებთ. თქვენ — საკუთარი თავის ყველაზე დიდი მტერი ხართ, თუ შინაგან კონფლიქტს დაარეგულირებთ, ბევრი პრობლემის მოგვარებას შეძლებთ.
უნდა გაიგოთ: უამრავი ფაქტორის გამო, თქვენ არ შეიძლება იყოთ საკუთარი წარუმატებლობის და იმედგაცრუების მიზეზი. დაასრულეთ საკუთარი თავის გაკიცხვა და კრიტიკა ამის გამო.
სასწორი
"სხვების
დახმარება" — ეს არის თქვენი ცხოვრების დევიზი. თქვენ შეეჩვიეთ, ყველას ასიამოვნოთ, თქვენს ირგვლივ, საკუთარი თავის შესახებ კი ყოველთვის ივიწყებთ.
თუ წინსვლა გინდათ, სხვებს თავი უნდა დაანებოთ და საკუთარი თავის საჭიროება, სხვების საჭიროებაზე წინ დააყენოთ. როგორც ამბობენ: "ჯერ თაო და თაოო..."
მორიელი
მეტისმეტად თვითკრიტიკული ხართ და სწორედ ეს არის თქვენი პრობლემა. თვლით, რომ საკმარისად კარგი არა ხართ და ამიტომ, მარტოობა გირჩევნიათ. რადგან ზოდიაქოს ნიშნებს შორის, ყველაზე ჯიუტი ბრძანდებით, — თქვენთვის სხვა ადამიანების პატიება ადვილი არ არის. ხოლო, თქვენი გულის მონადირება, კიდევ უფრო ძნელია.
თუ საკუთარ თავს ცოტა მეტად შეიყვარებთ, მაშინ სხვებიც დაგაფასებენ. უბრალოდ, გაანებივრეთ თავი უფრო მეტად. მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნვით შეძლებთ ამ ცხოვრებაში დამკვიდრებას და თავის გატანას.
მშვილდოსანი
თქვენი პრობლემა წარუმატებლობის განცდის შიშია. იმდენად გეშინიათ მისი, რომ არაფერს აკეთებთ და ერთი და იგივე ადგილზე რჩებით. თუმცა, უამრავი კარგი იდეა გაქვთ და ხან მათში იკარგებით. თუ შეძლებთ ერთ საკითხზე ფოკუსირებას, თქვენი ოცნებების ასრულებას წინ ვეღარაფერი დაუდგება!
უნდა გახსოვდეთ, რომ რისკს შეუძლია, მოსალოდნენ წარმატებამდე თქვენი მოყვანა. წარუმატებლობის განცდის შიში იმად არ ღირს, რომ საკუთარ თავს წარმატებით გამოწვეული სიხარულის განცდის უფლება არ მისცეთ. შიში მოთოკეთ, ჩახედეთ მას თვალებთი. მხოლოდ ასე შეძლებთ საკუთარი შესაძლებლობების შემოწმებას.
თხის რქა
თქვენი პრობლემა ის ასრის, რომ ყველაფერს სპორტული ინტერესით ეკიდებით და გამუდმებით, საკუთარ თავს, სხვა ადამიანებს ადარებთ. შრომა არ გეზარებათ და ყოველთვის საქმიანი ხართ. მაგრამ, გგონიათ რომ, — წარმატების მისაღწევად, კონკურენცია სხვებს უნდა გაუწიოთ.
გახსოვდეთ, რომ სამუშაოს მიღმაც არსებობს ცხოვრება. და კიდევ, ყოველთვის მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც რაღაცაში თქვენზე წარმატებულები იქნებიან. მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ მასზე უარესი ხართ. შეწყვიტეთ აქეთ-იქით ყურება, ამოირჩიეთ საკუთარი გზა და ბოლომდე გაიარეთ.
მერწყული
თქვენ მოსვენებას არ გაძლევთ აზრები წარულის შესახებ და თქვენი პრობლემა სწორედ ეს არის — უფლებას აძლევთ, რომ წარსულმა თქვენს მომავალზე იმოქმედოს. გარდა ამისა, ძალიან გულჩათხრობილი ბრძანდებით და წარსულის ტვირთს საკუთარი მხრებით ზიდავთ, არ გსურთ, რომ ის სხვებს გაუზიაროთ და ამით მდგომარეობა შეიმსუბუქოდ.
უნდა გააცნობიეროთ, თქვენს მიერ წარსულში განცდილი წარუმატებლობა, მომავალში არ განმეორდება. დაიწყეთ ცხოვრება თავიდან, როგორც ამბობენ, "სუფთა ფურცლიდან". საერთოდ დაივიწყეთ წარსული, იცხოვრეთ დღევანდელი დღით და იფიქრეთ მომავალზე.
თევზები
თქვენი მთავარი პრობლემა ის არის, რომ ადამიანების სწორედ არჩევა არ შეგიძლიათ. თქვენს ირგვლივ ისეთი ადამიანები არიან (ყოფილი კლასელები, კურსელები...), რომლებიც თქვენს ყურადღებას ნამდვილად არ იმსახურებენ. ადამიანები თქვენი გარემოცვიდან არ გაძლევენ უფლებას, რომ იმაზე უკეთესი იყოთ, ვიდრე თავად არიან.
გამოსავალი? – შეიძინეთ მეგობრები სხვა სოციალური ფენიდან, რადგან არასწორი გარემო, ხელს უშლის თქვენს თვითრეალიზებას და შინაგანი პოტენციალის გახსნას აფერხებს.
წყარო: astrologi.ambebi.ge