თეგებით ძიება

რას გიმზადებთ თებერვლის ბოლო დღე? - აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით

კატა (კურდღელი)
მოსალოდნელია სამსახურის, ინტერესების ან პარტნიორის შეცვლა. ნუ შეგაშინებთ ცხოვრებისეული გამოწვევები.
გჯეროდეთ საკუთარი თავის და ნათელი მომავლის. ყურადღებით იყავით ელექტროგაყვანილობასთან. ელოდეთ მნიშვნელოვან ზარს ან შეტყობინებას.

Astrologia



ძაღლი
დღეს აქტიურ მოქმედებაზე მნიშვნელოვანი გეგმების შედგენაა.იმისთვის რომ სასურველ მიზანს მიაღწიოთ, კარგად უნდა ერკვეოდეთ საკუთარ სურვილებში. ნუ ადანაშაულებთ თქვენს პრობლემებში სხვებს. მეგობარი ან ოჯახის წევრი დახმარების ხელს გაგიმართავთ.


Astrologia


ხარი
დაუნდობელი ხართ საკუთარი თავის მიმართ, ამიტომ ავადმყოფობა ან გადაღლილობა წამოგეწევათ. დროა ცუდ ჩვევებს დაემშვიდობოთ. გადააგდეთ სიგარეტი, უარი თქვით ალკოჰოლსა და გამაბრუებელ საშუალებებზე. დაისახეთ მიზნები, გადააფასეთ პრიორიტეტები. კარგი იქნება, თუ ბუნებას შეეკედლებით. სუფთა ჰაერზე სეირნობა სწორედ ის არის, რაც გჭირდებათ.


Astrologia


ვირთხა
კოლეგებთან სიახლოვე გმართებთ, ეს თქვენდამი კეთილგანწყობას გაზრდის. ჭორები მოგივათ, მაგრამ არ დაიჯეროთ და ადამიანს, რომელმაც ენა მოგიტანათ, თქვენი დღის გაფუჭების უფლება არ მისცეთ. თანხა გონივრულად ხარჯეთ და გამოიზოგეთ. ნერვებს ნუ აუშლით პარტნიორს.


Astrologia



ცხვარი
თქვენ და თქვენ ძველ მეგობარს ურთიერთობის აღდგენის საშუალება მოგეცემათ. მოგიწევთ სახლის საქმეებს გაუმკლავდეთ. დროისა და ენერგიის დაზოგვის მიზნით ოჯახის წევრებს დახმარება სთხოვეთ. შესაძლოა დღეს მიიღოთ საკამოდ ბრძნული რჩევა, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ. 


Astrologia


გველი
დღეს გონება გაგეხსნებათ და კრეატიული იდეების გენერატორად იქცევით. მაქსიმალურად გამოიყენეთ ეს პერიოდი, ჩამოწერეთ იდეები. კარგი დღეა პოლიტიკოსებისა და განათლების სფეროში დასაქმებულებისთვის. თუ ახალ პროექტზე  აპირებთ მუშაობას, ან რაიმეს დაწერა გსურთ, აუცილებლად 28 თებერვალს უნდა დაიწყოთ.  ზოგიერთი დაგეგმავს რომანტიკულ ვახშამს. 


Astrologia


დრაკონი
ადამიანმა, რომელმაც წარსულში ტკივილი მოგაყენათ, შესაძლოა კვლავ დაგაზარალოთ. გარდაუვალია იმედგაცრუება. ელოდეთ თქვენდამი გამოვლენილ დაუმსახურებელ აგრესიას. ზოგიერთ დრაკონს მიჩქმალულ შეცდომებს აღმოუჩენენ. დაფიქრდით, როგორ შეიძლება თავის დაძვრენა? 


Astrologia



ვეფხვი
აუცილებლად უნდა გაექცეთ ქალაქს თუ დაბას, რომელშიც ცხოვრობთ. იგრძნობთ, რომ გახრჩობთ გარშემო მყოფები და კარგად ნაცნობი სიტუაცია. გჭირდებათ დასვენება. მოუსმინეთ მუსიკას, ილოცეთ, ჩაუღრმავდით საკუთარ თავს. კარგი იქნება თუ დღიურებს გადაიკითხავთ, რომლებიც დიდი ხანია მტვერმა დაფარა. შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ ნათესავს ან მეგობარს.   


Astrologia


ცხენი
რომანტიკულ ურთიერთობას უფლება არ მისცეთ, რომ უარესობისკენ შეგცვალოთ ან თქვენზე გაბატონდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში მიზანს ასცდებით და საბოლოოდ ძალიან ინანებთ. ზოგიერთ ცხენს დეპრესია შემოაწვება. ნუ ელოდებით მხსნელს.   

Astrologia



მაიმუნი
28 თებერვალს კომფორტის ზონას უნდა შეელიოთ და აკეთოთ ის, რაც დიდ სიამოვნებას სულაც არ მოგანიჭებთ. ასევე, ნუ აირიდებთ კონფლიქტებს, სჯობს ადამინები აფეთქდნენ და დაიცალონ უარყოფითი ემოციებისგან. გარდა ამისა, თუ თქვენც გახრჩობთ სათქმელი, გამოთქვით აზრი. თქვენი საუკეთესო მეგობარი ლოგიკა აღმოჩნდება, როცა იმ პრობლემის წინაშე დადგებით, რომელსაც საერთოდ არ ელოდით.    


Astrologia

მამალი
შენიშნავთ, რომ აგრესიული გახდით. ყველაფერი გაღიზიანებთ. საქმე ისაა, რომ სწავლამ ან სამსახურმა ძალიან გადაგღალათ. შესაძლოა დაგეუფლოთ განცდა, რომ თქვენი არავის ესმის. 


Astrologia




 

ღორი
მასპინძლის როლს მოირგებთ. ან ახალი კლიენტების გართობა მოგიწევთ, ან მნიშვნელოვანი სტუმრების. 
ქარიზმატულობა, რომლითაც ყოველთვის გადიოდით ფონს, ამჯერადაც დაგეხმარებათ. 
Astrologia
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა