ზოდიაქოს 12 ნიშნის სულიერი დანიშნულება: რომელია - თქვენი?
ერთხელ დილით შემოქმედმა იხილა, თუ როგორ კამათობდა მისი 12 შვილი. ისინი ცდილობდნენ, გაერკვიათ, თუ რით განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. მოულოდნელად მას სურვილი გაუჩნდა, მათთვის უნიკალური თვისებები მიენიჭებინა. სათითაოდ იხმო შვილები მასთან, რათა ღვთიური უნარით დაეჯილდოებინა:
1. შენ, ვერძი, ქვეყანას პირველი მოევლინე და ლიდერის უნარი მოგენიჭა
შენ იქნები პირველი, ვინც იდეას ბადებს და ადამიანთა გონებამდე მიაქვს. მაგრამ ვალდებული არ ხარ, ეს თავად გააკეთო. შენი ცხოვრება მოქმედებაა, შენი მიზანი კი იმის პოვნაა, რაც შენს იდეებს შენზე უკეთ განახორციელებს.
2. შენ, კუროს, გაქვს ძალა, თესლისგან ხე გაზარდო
შენი სამუშაო შესანიშნავია და მოთმენას საჭიროებს. შენს დანიშნულებას არ უღალატებ, სხვაგვარად თესლს ქარი წაიღებს. შენ არასდროს დანებდები, არ გადაიფიქრებ შუა გზაზე და არ იქნები სხვებზე დამოკიდებული. მე გაძლევ ძალას, გამოიყენე ის გონივრულად.
3. შენ, ტყუპი, არც ერთ კითხვას უპასუხოდ არ ტოვებ და შეგიძლია ყველას დაანახო, რასაც ადამიანი ხედავს და გრძნობს შინაგანად
შენ ვერასოდეს გაიგებ, როგორ გამოგდის ეს, მაგრამ ცხოვრების აზრის სიღრმეების ძიებისას ჩემსმიერ მონიჭებულ უნარს აღმოაჩენ: ეს ცოდნაა.
4. შენ, კირჩხიბი, შეძლებ ადამიანებს ასწავლო, თუ რა არის ემოცია
შენ ცრემლად
დაიღვრები ან იცინებ და ეს იქნება ადამიანების თანაგრძნობა, მადლიერება და სულიერი სიხარული. ამისათვის შენ მიიღებ ოჯახს, რომელსაც გაამრავლებ.
5. შენ, ლომმა, უნდა აჩვენო მთელ სამყაროს, თუ რა არის წარმატება
მაგრამ ზედმეტად ნუ დაიკვეხნი, რადგან ეს ჩემი სამუშაოა, შემოქმედი კი უნიკალურია. თუ ამას დაივიწყებ, ადამიანები აგითვალწუნებენ. აი, რისთვისაა საჭირო კეთილშობილება, რითიც მე შენ გაჯილდოებ.
6. შენ, მკაცრო ქალწულო, წილად გხვდა შეეწყო ყველაფერს, რაც ადამიანმა შექმნა
შენ შენს საქმეს გააკეთებ, მე კი შენი წყალობით სრულყოფილებას მივაღწევ. ამისათვის წმინდა აზროვნებას მიიღებ.
7. შენ, სასწორო, მისია გაკისრია, რომ ადამიანებს დაეხმარო, სხვების მიმართ ვალდებულებების შესახებ იცოდნენ
ასე მათ ასწავლი მეგობრობის განცდას და შენი ქმედებების შედეგის შეცნობის უნარს შეიძენ. შენი უსასრულო სწრაფვისთვის, რომ სხვებს სიმშვიდე და წესრიგი დაუბრუნო, მე გჩუქნი სიყვარულს.
წყარო: astrologi.ambebi.ge