მთვარის ჰოროსკოპი: 10 მარტი
კვირა, მთვარე გადის კუროს ზოდიაქოს
მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას.
უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ.
არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას.
მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს.
ივარჯიშეთ.
ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის.
ამ დღეს დაბადებული ბავშვი მოუსვენარია. მიდრეკილია სიმსუქნისაკენ.
მცირე ალკოჰოლი არ გაწყენთ.
გაამდიდრეთ თქვენი რაციონი რძითა და რძის ნაწარმით, თაფლით. მოერიდეთ ცხოველური საკვების მიღებას.
თმის შეჭრა სასარგებლოა.
ამ დღის ქვებია: ფირუზი, ვარდისფერი ქალცედონი, მარმარილო.
დღის გაფრთხილება: კარგია, თუ სიზმარში ნახავთ, ვითომ ტიროდით.
მთვარე კუროს ზოდიაქოში გადავა 11:51
მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 8:38
სამედიცინო რეკომენდაციები - მთვარე კუროში
მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე.
ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
დღეს კარგია ცურვა, საუნა.
რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
წყარო: astrologi.ambebi.ge