თეგებით ძიება

ამ კერძის საიდუმლო საფანელშია... გაოცდებით, რა მარტივი, გენიალური და გემრიელია!

ინგრედიენტები
მდოგვი - ნაკლებადცხარე, 3 ს/კ
კვერცხი - 3 ცალი
კრეკერები - მარილიანი, 300 გ
ქათმის ფილე - 600 გ
ფქვილი - 150 გ
დაფქული ნიგოზი - 65 გ
ზეთი - 2 ს/კ

მომზადების წესები:
გაახურეთ ღუმელი 220 გრადუსზე. მოათავსეთ კრენდელები პაკეტში, მოუკარით თავი და გადაატარეთ ცომის გასაბრტყელებელი. დაფხვენით მსხვილად. დაუმატეთ დაქუცმაცებული ნიგოზი.
კვერცხთან ერთად ათქვიფეთ მდოგვი. ცალკე ჯამში ჩაყარეთ ფქვილი.
დაჭერით ქათმის ფილე საშუალო სისქის მოგრძო ნაჭრებად. თითოეული ნაჭერი ამოავლეთ ჯერ ფქვილში, დაბერტყეთ და ჩამოაშორეთ ზედმეტი ფქვილი, შემდეგ ამოავლეთ კვერცხისა და მდოგვის მასაში, შემდეგ კი - საფანელში. მარილის მოყრა აღარ უნდა, რადგან კრეკერები ისედაც მარილიანია.
დაალაგეთ ხორცის ნაჭრები ზეთწასმულ ღუმელის ფირფიტაზე ერთმანეთისგან 2-3 სმ-ით მოშორებით. აცხვეთ დაახლოებით 15 წუთი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა