სოკოს წვნიანი გუფთებით
ინგრედიენტები
ქამა სოკო - 400 გ
ხახვი - 1 თავი
სტაფილო - 1
კარტოფილი - 2
მწვანე ხახვი
მარილი და პილპილი
გუფთები:
ფარში - 200 გ
მარილი და პილპილი
ნიორი - 1-2 კბილი
კვერცხი - 1
ოხრახუში
მომზადების წესები
ფარშს შეურიეთ კვერცხი, დაკეპილი ნიორი, ოხრახუში, მარილი და პილპილი. კარგად აურიეთ და გააკეთეთ პატარა გუფთები.
ქვაბში გააცხელეთ ცოტა ზეთი და შებრაწეთ გუფთები. გადაიტანეთ ცალკე თეფშზე, იმავე ქვაბში კი მოშუშეთ დაჭრილი სოკო და ხახვი. დაამატეთ დაჭრილი სტაფილო და განაგრძეთ შუშვა. შემდეგ დაამატეთ წვრილ კუბებად დაჭრილი კარტოფილი და ცხელი წყალი. წამოადუღეთ, ჩააბრუნეთ ქვაბში გუფთები, დააფარეთ თავზე და ხარშეთ დაახლოებით 15 წუთი, სანამ კარტოფილი დარბილდება.
მზა სუპს დაამატეთ დაჭრილი მწვანილი, მარილი და პილპილი.