ბანანის პეროგი ზუსტად 30 წუთში! ისეთი გემრიელია, თითებს ჩაიკვნეტთ
ინგრედიენტები
- კარაქი - 100 გ
- კვერცხი - 3 ცალი
- ფქვილი - 300 გ
- შაქარი - 1 ჭიქა
- არაჟანი - 1 ჭიქა
- ბანანი - 3 ცალი
მომზადების წესები
3 კვერცხის გული,ნახევარი ჭიქა შაქარი და გამდნარი კარაქი შეურიეთ ერთმანეთს. როცა ერთიან მასას მიიღებთ, დაუმატეთ ნელ-ნელა ფქვილი . გაითვალისწინეთ, ცომი უნდა იყოს სქელი. ამის შედეთ მაცივარში ...
დაჭერით ბანანი თხლად - თუ გსურთ რომ უფრო მრავალფეროვანი არომატი შესძინოთ, დაუმატეთ ვანილი.
ახლა გამოიღეთ მაცივრიდან ცომი და მოათავსეთ ცხიმწასმულ საცხობ ფორმაში. ცომს დაადეთ ზემოდან დაჭრილი ბანანი და ზემოდან ფუნჯით წაუსვით არაჟანი .
შედგით ღუმელში 20 წუთით...
ამასობაში ცილითა და დარჩენილი შაქრით გააკეთეთ ბეზე
გამოიღეთ პეროგი ღუმელიდან , წაუსვით ზემოდან ბეზე - შეგიძლიათ მორთოთ გახეხილი შოკოლადითა ან დაჭრილი ხილი. ისევ შედგით ღუმელში 3 წუთი, შემდეგ დაელოდეთ გაციებას და გემრიელად მიირთვით!