ვედური ასტროლოგია: როგორ დავალაგოთ გეგმები, კვირის დღეების მიხედვით?
ვედურ ასტროლოგიაში არსებობს კონკრეტული რჩევები საიმისოდ როგორ დაგეგმოთ კვირის მანძილზე თქვენი საქმეები.
1. არასოდეს წამოიწყოთ, არც ერთი მნიშვნელოვანი საქმე შაბათს ან სამშაბათს. შაბათი სატურნის დღეა, ამიტომ ამ დღეს დაწყებული ბიზნესი ან საქმიანი ურთიერთობა ხშირად ხდება დავისა და გაურკვევლობის საგანი. ხოლო სამშაბათი, რომელსაც პლანეტა მარსი განაგებს ასევე სავსეა კონფლიქტების ალბათობით და დაუფიქრებელი, იმპულსური საქციელისკენ მიდრეკილებას აძლიერებს ჩვენში.
2. სავსემთვარეობისას დღე პასიურად გაატარეთ. ამ დღეს უძლიერესი კოსმიური ენერგეტიკა აქტიურდება, რომელიც ხშირად ნეგატიურად მოქმედებს ადამიანებზე (განსაკუთრებით ქალებზე). არ დაგეგმოთ ქირურგიული ოპერაციები, მნიშვნელოვანი შეხვედრები და
მოლაპარაკებები.
3. მნიშვნელოვანი საქმეები ზრდადი (ვსებადი) მთვარის ფაზებზე დაიწყეთ. მათ შორის დიეტაც, ვარჯიშიც, მავნე ჩვევებთან ბრძოლაც. სასურველია, ამ დღეს წამოიწყოთ ფინანსური გარიგეგები, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები და ა.შ.
4. საუკეთესო პერიოდი წელიწადის მანძილზე მნიშვნელოვანი წამოწყებების, გარიგებების დასადებად არის პერიოდი, როცა მზე და მთვარე ეგზალტაციაში იმყოფება. ეს ხდება დაახლოებით შუა გაზაფხულზე - მაშინ როცა მზე ვერძის, მთვარე კი კუროს ზოდიაქოს საწყის გრადუსებს გადის.
5. ხანგრძლივი, საქმიანი მოგზაურობა თუ უნდა დაგეგმოთ, სასურველია, იგი პარასკევ დღეს დაიწყოთ. ხოლო მოკლევადიანი მივლინების დასაგეგმად იდეალურია ორშაბათი.
6. განსაკუთრებით ნაყოფიერი პერიოდი საიმისოდ, რომ დღე ენერგიულად და პოზიტიურად დაიწყოთ არის დრო მზის ამოსვლამდე დაახლოებით 48 წუთით ადრე. ადექით სისხამზე, მოასწარით ამ პერიოდში ვარჯიში, წახემსება... იფიქრეთ ცხოვრებაზე, დაგეგმეთ დღე. მერწმუნეთ, ყველაფერი აგისრულდებათ.
7. ნებისმიერი თვის შუალედი, როცა მზე ერთი ზოდიაქოს ნიშნიდან მეორეში გადაინაცვლებს ვედური ასტროლოგიის მიხედვით ნეგატიურ პერიოდად ითვლება. ამიტომ ასეთ დღეებში, ნუ დაგეგმავთ მნიშვნელოვან საქმეებს. ნუ წამოიწყებთ ურთიერთობის გარკვევას.
წყარო: astrologi.ambebi.ge