კვირის ასტროლოგიური პროგნოზი: 19 - 24 მარტი
გსურთ, რომ მზად დაუხვდეთ პრობლემებს? ან მიგაჩნიათ, რომ ინფორმაციის ქონა დიდი ძალაა? მაშინ, გთავაზობთ კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის.
კირჩხიბი
ორშაბათი-პარასკევის პერიოდში თქვენში ამბიციები მოიმატებს. თამამად წაიწევთ თქვენი მიზნებისკენ. ამხელა მონდომება და მიზანსწრაფულობა მოხიბვლავს მაღალი სტატუსის მქონე პიროვნებას. ზოგიერთ კირჩხიბს შესაძლოა შემოაწვეს სიზარმაცე, რომელსაც აუცილებლად უნდა გაუმკლავდეს, თუ სურს, რომ ფორტუნამ გაუღიმოს. მთელი კვირის განმავლობაში ერთადერთხელ სტრესულ სიტუაციაში აღმოჩნდებით. გახსოვდეთ, რომ ეს გამოცდაა, რომელიც აუცილებლად უნდა ჩააბაროთ. კვირის ბოლოს ელოდეთ სიურპრიზს, რომელიც სიყვარულთან ან წარსულთანაა დაკავშირებული.
ლომი
გაგიაქტიურდებათ ორგანიზებისა და კონცენტრაციის უნარი. კარგი დროა მეცადინეობისთვის,
პროექტების წამოსაწყებად, ძველი საქმეების დასასრულებლად. ლომები, რომლებიც ამ კვირაში გამოცდას/ტესტს
დაწერენ, კმაყოფილები იქნებიან მიღებული შედეგით. ამ კვირაში დადებული შეთანხმებები მომგებიანი აღმოჩნდება, სწორი დროა ბიზნესის წამოსაწყებად ან გასაფართოებლად. დაუახლოვდებით ასაკით გაცილებით უფროს ადამიანებს. მოგიწევთ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაუზიაროთ სხვებს და შესაფერისი ფორმა შეარჩიოთ.
ქალწული
ორშაბათი საღამოდან ხუთშაბათის დილამდე ფოკუსირებული იქნებით თქვენს პირად ცხოვრებაზე,
საყვარელ ადამიანზე ან შვილებზე. მოსალოდნელია მძაფრი ემოციები, სენსიტიურობა და სენტიმენტალურობა,
რაც, ჩვეულებრივ, არ გახასიათებთ. ამ პერიოდში შეიძენთ ახალ მეგობრებს. პარასკევიდან კვირის ჩათვლით წარმატება თქვენი თანმდევი იქნებათ, გაგიმართლებთ ყველა საქმეში, რომელსაც ხელს მოჰკიდებთ.
სასწორი
ახალი შანსების მომცემი კვირაა, ამიტომ ფართოდგახელილი თვალებით შეეგებეთ სამყაროს, შესაძლებლობებს,
არაფერი გამოგრჩეთ. ნუ აჰყვებით ემოციებს, იმოქმედეთ ცივი გონებით. სწორედ ამ კვირაში მიიღებთ
უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას, რომელიც თქვენს შორ მომავალს განსაზღვრავს. ახალგაზრდა ქალი ან გოგონა თქვენს გაოცებას მოახერხებს. ფინანსური სახის მოლაპარაკებები, რომელიც გასულ კვირას წამოწიყეთ, გაგრძელდება და შესაძლოა პოზიტიური დასასრული არ ჰქონდეს. სამსახურში მოსალოდნელია გაურკვევლბა ან კამათი მამაკაცთან.
მორიელი
ამ კვირაში გაგიჭირდებათ ბავშვებთან ურთიერთობა, რაც გამოწვეული იქნება მათი
ჭირვეულობით ან რთული ხასიათით. გაიგებთ არასასიამოვნო სიახლეს მეგობრის ან ნათესავის შესახებ, შესაძლოა
ეს ინფორმაცია დაკავშირებული იყოს მოგზაურობასთან ან ტრანსპორტით გადაადგილებასთან.
ასევე, ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნება ადამიანს, რომელიც თქვენთვის ძვირფასია და სხვა ქალაქში ცხოვრობს. ამ პერიოდში მოსალოდნელია ფინანსური წინსვლა. ფულის შოვნა განსაკუთრებით გაუმარტივდებათ ქალებს, რომლებმაც 35 წელს გადააბიჯეს.
მშვილდოსანი
ორშაბათიდან ოთხშაბათის ჩათვლით შეგიძლიათ თამამად დახარჯოთ დრო დასვენებზე, გართობაზე, წვეულებებზე.ელოდეთ საჩუქარს ან კომპლიმენტს მნიშვნელოვანი ადამიანისგან. მოიმატებს თქვენი ქარიზმატულობა, ამიტომ უფრო სასურველი და პოპულარული გახდებით.
პარასკევიდან მოყოლეული ბრწყინვალედ გაუმკლავდებით ნებისმიერ წინააღმდეგობას. მოახერხებთ შთაბეჭდილება მოახდინოთ პიროვნებაზე, რომელზეც თქვენი კარიერული წინსვლა ან პირადი ცხოვრებაა დამოკიდებული.
თხის რქა
მოახერხებთ გეგმების განხორციელებას. თუმცა, ახლაგაზრდა კაცებს, რომლებიც ამ ნიშნით დაიბადნენ, მეტი ძალისხმევა დასჭირდებათ იდეებისთვის ხორცის შესასხმელად. როგორც ყოველთვის, ირგვლივ ვერაფერი განვითარდება თქვენი ჩარევის გარეშე, ამიტომ სადავეები კვლავ ხელში უნდა აიღოთ.
შესაძლოა სამსახურში გაუთვალისწინებელი სიტუაცია შეგექმნათ, რომელსაც მშვიდობიანი დიალოგით მოაგვარებთ. ამ კვირაში მოსალოდნელია ქალაქის დატოვება, მოგზაურობისთვის ფინანსურად და ფიზიკურად უკეთესად უნდა მომზადებულიყავით.
მერწყული
ყურადღებით მოეკიდეთ ამ კვირაში მიღებულ რჩევებს. მრჩეველი (სქესით მამაკაცი) შეიძლება იყოს თქვენი კლიენტი, მენეჯერი, უფროსი ან ბიზნესპარტნიორი. ამ კვირაში იმედს გაგიცრუებთ ახალგაზრდა ქალი, რომელმაც წარსულის შეცდომებზე ვერაფერი ისწავლა და განაგრძობს შეუფერებლად მოქცევას. კვლავ ეცდებით მასთან საუბარს, მაგრამ მიხვდებით, რომ ადამიანის ხასიათი
არ იცვლება, ეს მოცემულობაა. შესაძლოა მასთან დაშორება ან ურთიერთობის შეწყვეტაც კი გადაწყვიტოთ. მერწყული მამაკაცი, რომელმაც გადააბიჯა 35 წელს, ამ პერიოდში შეძლებს სარფიანი ხელშეკრულების გაფორმებას.
თევზი
ამ კვირაში თქვენი შვილი ან ნათესავის/მეგობრის ბავშვი აღმოჩნდება პირადი ურთიერთობის განმამტკიცებელი ძალა. დიახ, სწორად მიხვდით, ის პარტნიორთან დაგაახლოვებთ. ამ
პერიოდში ახლო ნათესავი ჩაგითრევთ თავის ფინანსურ პრობლემებში. უსიამოვნო სიახლეს შეიტყობთ ქალზე (ან ქალისგან). შესაძლოა გადახვიდეთ ახალ სახლში ან დაგეგმოთ ეს პროცესი.
შუა ხნის ქალებს დიდი იმედგაცრუება და შეხედულებების შეცვლა ელოდებათ.
ვერძი
თქვენი მთავარი გამოწვევა შინაგანი ბალანსის მიღწევა და გრძნობების კონტროლია. უნდა დაძლიოთ შიში,
რომელიც ურთიერთობის ჩამოყალიბებაში ხელს გიშლით. ვერძები, რომლებსაც პარტნიორი არ ჰყავთ, სერიოზულად დაიწყებენ მის ძიებას. ამ კვირაში შეხვდებით ქალს, რომელთან ერთადაც მნიშვნელოვან საკითხს დაგეგმავთ. ირწმუნეთ, რომ ბედისწერა თქვენდამი კეთილგანწყობილია და სულაც არ გებრძვით ისე, როგორც გგონიათ.
კურო
ამ კვირაში ახალგაზრდა ადამიანი (თუ შვილი გყავთ, სწორედ ის) იმედს გაგიცრუებთ. ვიღაც, ვინც თქვენ ირგვლივ ტრიალებს, ეცდება ოჯახური სიმყუდროვე დაღირღვიოთ და ოჯახის წევრებთან ურთიერთობა აგირიოთ, რითაც ძალიან გაგაბრაზებთ. ყურადღება მიაქციეთ დოკუმენტებსა და პერსონალური ინფორმაციის შემცველ ჩანაწერებს. კოლეგას თქვენდამი გრძნობები გაუჩნდება. საქმეში აუცილებლად უნდა გამოავლინოთ ხასიათის სიმტკიცე.
ტყუპი
თუ საცხოვრებელ ადგილს ადამიანთან ერთად ტოვებთ, მიემგზავრებით საზღვარგარეთ ან ქვეყნის სხვა მხარეში,
თავი ხელში აიყვანეთ და როგორი პროვოკაციული ფრაზებიც უნდა მოისმინოთ, არ აჰვეთ, არ იჩხუბოთ.
ამ კვირაში ამოხსნით, რა განზრახვა ამოძრავებს სინამდვილეში ადამიანს, რომელიც გარწმუნებთ, რომ უყვარხართ ან მოსწონხართ.
წყარო: astrologi.ambebi.ge