TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
გაქვთ თუ არა ნიჭი რთულ სიტუაციაში თავის მარტივად დასაძვრენად?
  • გაქვთ თუ არა ნიჭი რთულ სიტუაციაში თავის მარტივად დასაძვრენად?

    ალბათ დამეთანხმებით, დიპლომატიის ნიჭი ყველას არ გააჩნია და ერთობ ძვირად ფასობს დღევანდელ ცხოვრებაში. არსებობენ ადამიანები, ვისაც თანდაყოლილი აქვს სამართლიანობის შეგრძნება. თუმცა, ამასთან ერთად, არც ობიექტური განსჯის უნარს კარგავს, როცა საქმე კონფლიქტურ სიტუაციას ეხება და ყოველთვის შეუძლია ჯანსაღად შეაფასოს შექმნილი ვითარება. ასეთი ადამიანები ხშირად გვხვდებიან იურისპრუდენციაში, საადვოკატო საქმეში, ბიზნესში, რომელიც უშუალო შუამავლობასა და კონსულტაციას ეხება. ასევე ხშირია ასეთი ხალხი ფსიქოლოგის პროფესიასა და პოლიტიკაში. ეს უკანასკნელი კი ისეთი სფეროა, რომელშიც დიპლომატიის ნიჭით დაჯილდოებული ინდივიდი თავს ისე გრძნობს როგორც თევზი წყალში. ასე და ამგვარად, დღეს იმ სამ ზოდიაქოს ნიშანს გაგაცნობთ, რომელიც  დიპლომატიურობით გამოირჩევა - გირჩევთ ისწავლოთ მათგან, ამით მხოლოდ მოგებული დარჩებით!


    ტყუპი - მოქნილი ენა და გამჭრიახი გონება გააჩნია. ტყუპი მერკურის შვილია, ამიტომ ნებისმიერი სირთულის სიტუაციაში მინიმუმ სამი ალტერნატიული სვლა მაინც გააჩნია საიმისოდ, რომ მოცემული რეალობა კონფლიქტურ წერტილამდე არ მიიყვანოს. მას შეუძლია იყოს შესანიშნავი შუამავალი და ინფორმაციის მიმღებ-გადამცემ-გამავრცელებელი. შემთხვევიითი როდია, რომ ტყუპი ხშირად გვხვდებიან ჟურნალისტურ სარბიელზე. გარდა ამისა, ტყუპს აქვს უნარი სიტუაცია ზედაპირულად, მრავალმხრივ ჭრილში შეაფასოს; რის ხარჯზეც იგი ამ სიტუაციას დაინტერესებულ ან დაპირისპირებულ მხარეებსაც ობიექტურად დაანახვებს და აუხსნის სად გადის მტყუან-მართალს შორის ზღვარი.



    Astrologia


    სასწორი
    - ერთ-ერთი ყველაზე ტაქტიანი და მშვიდობისმოყვარე ნიშანია. სასწორი ვერ იტანს ჩხუბს და უხეშობას. თუმცა, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, იგი ხშირად ებმება კამათში, მაგრამ არასოდეს იბრძვის საკუთარი სიმართლის აგრესიული მეთოდებით დასამტკიცებლად. მას შეუძლია დაპირისპირებული მხარეების მოსმენა, სიტუაციის გონივრული ანალიზი და მოპაექრეების ოსტატურად დაზავება. შემთხვევითი როდია, რომ სასწორებს შორის არაერთ ადვოკატსა და იურისტს ვხვდებით. ამასთან ერთად, ხასიათის ისეთი თვისებებით როგორიცაა სირბილე, ტაქტიანი საუბარი და მუდმივი ღიმილი სახეზე სასწორი საზოგადოებას დადებითად განაწყობს
    საკუთარი პერსონის მიმართ. რაც დამეთანხმებით უმთავრესი ფაქტორია ნდობის მოსაპოვებლად, თუნდაც კონფლიქტურ სიტუაციაში.


    Astrologia




    მერწყული - დიდი ჰუმანისტი და გლობალურად მოაზროვნე ინდივიდია. მერწყული ვერ იტანს ძალმომრეობას. ამიტომ მზადაა ებრძოლოს მის ნებისმიერ გამოვლინებას. თუმცა ბრძოლა მერწყულის შემთხვევაში მუშტი-კრივით ან აგრესიით არასოდეს გამოიხატება. ამ ადამიანებს უყვართ ჯგუფური საქმიანობა, მიისწრაფიან იმისკენ, რომ საზოგადოება რაიმე ერთი იდეით, ერთი სულისკვეთებით გააერთიანონ. შესაბამისად, მუდმივად ცდილობენ, ხელი შეუწყონ ნებისმიერი ტიპის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებას. მერწყული ყოველთვის ზუსტად იაზრებს ამა თუ იმ მოვლენის სამომავლო პერსპექტივებს, მას აქვს ე.წ. "ურანული ხედვა", რომელიც საშულებას აძლევს მას "მომავალში ჩაიჭყიტოს" და გაიგოს რა იქნება ხვალ, ზეგ ან სულაც ერთი საუკუნის შემდგომ. ამიტომ ეს ადამიანები, მუდმივად ცდილობენ სწორად და რაც მთავარია, ნაყოფიერად გამოიყენონ უმთავრესი რესურსი - დრო, რომელიც ჩვენს საუკუნეში ყველაზე ძვირად ფასობს. შესაბამისად, მერწყულზე უკეთ არავინ იცის, რატომ არ ღირს მისი ხარჯვა ფუჭად, სხვადასხვა ტიპის კონფლიქტების წამოსაწყებად.


    Astrologia


    წყარო: astrologi.ambebi.ge
    502 ნახვა
    24-03-2019, 00:42