10 დამამტკიცებელი საბუთი იმისა, რომ თევზები ყველაზე იდუმალი ნიშანია
არსებობს ორი ვარიანტი: ან ვერაფრით გაგიგია კონკრეტულად რა ხდება შენი მეგობარი თევზის თავში ან თავად ხარ თევზი და გტანჯავს ის, რომ გარშემო მყოფებს შენი არ ესმით.
1. უკანასკნელები ჩამონათვალში
ზოდიაქოს ნიშანთა ციკლში თევზები უკანასკნელები არიან. ამიტომ მათ წარმომადგენლებს ყველა დანარჩენი 11 ნიშნის ნიშან-თვისება ახასიათებთ. ამიტომაც, ხშირად ყოყმანობენ ისინი. მათ მუდმივი შინაგანი კონფლიქტი აქვთ.
2. არიან მეოცნებენი
მათი წარმოსახვა უბრალოდ წარმოუდგენელია. გამუდმებით ღრუბლებში დაფრინავენ. პერიოდულად პრობლემები ექმნებათ იმის გამო, რომ რეალობისა და იმის, რაც თავში უტრიალებთ, გამიჯვნა უჭირთ.
3. გამუდმებით სიახლის ძიებაში
მათ უყვართ თავგადასავლები,
მაგრამ ეს განსაკუთრებულობა უარყოფით გავლენას
ახდენს სერიოზული და ხანგრძლივი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში. მათი თავგადასავალი მთელი ცხოვრება ერთ ადამიანთან ერთად რომ გაიზიარონ, ეს იქნება ძალიან მტკიცე ურთიერთობა.
4. ემპათია ძალიან მნიშვნელოვანია
გამუდმებით ფიქრობენ, ხშირად ინტუიციას მიჰყვებიან და გამოუსწორებელი ემპათები არიან. საკუთარ თავზე ხშირად იღებენ სხვის პრობლემებს, რის გამოც თავად იტვირთებიან და ემოციურად იფიტებიან.
5. ერთ ტალღაზე ყოფნას საჭიროებენ
თევზებს ძალიან სჭირდებათ კომუნიკაცია. შეუძლიათ სრულიად უცხო ადამიანსაც გადაუშალონ გული, თუმცა ძალიან დაკვირვებით ირჩევენ მათ, ვისაც ახლო მეგობრებად მიიჩნევენ. არიან ინტრავერტები, მაგრამ ხშირად ხდება ისე, რომ კომპანიის მთავარი გმირები არიან. ყველაფერი კი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად გრძნობენ ამ კომპანიასთან ერთ ტალღაზე თავს. არიან ძალიან მგრძონიარეები და მარტივად შეიძლება მობეზრდეთ. ამის გამო საკუთარ თავში იკეტებიან.
წყარო: astrologi.ambebi.ge