თეგებით ძიება

იტალიური პასკა "პანეტონე": მსუბუქი, მარტივი და მართლა უგემრიელესი!

მდიდრული პური – აი, ასე ითარგმნება იტალიურიდან პასკა "პანეტონე". გირჩევთ, სცადოთ სააღდგომოდ ამ რეცეპტით პასკის გამოცხობა – ნამდვილად არ ინანებთ...
ინგრედიენტები
ქიშმიში - 170 გ
თეთრი რომი - 20 მლ
ცხელი წყალი - 20 მლ
კვერცხი - 3 ცალი
ვანილი 1 შეკვრა
თაფლი - 40 გ
ცუკატები - 130 გ
ფქვილი - 540 გ
შაქარი - 150 გ
მშრალი საფუარი - 5 გ
მარილი - 2 გ
1 ლიმონის ცედრა
დარბილებული კარაქი - 250 გ
გამდნარი კარაქი - 1 ს/კ
ცივი კარაქი - 1 ს/კ

მომზადების წესი:
1. ქიშმიშს დაასხით 2 ს/კ თბილი წყლისა და რომის ნაზავი;
2. ფქვილში ბლენდერის მეშვეობით აურიეთ საფუარი, შაქარი, მარილი, ლიმონის ცედრა, ვანილი.შეგიძლიათ გამოიყენოთ ვანილის გახეხილი ჩხირიც: პასკა მეტად არომატული გამოვა.
ცალკე ათქვიფეთ კვერცხი თაბილ წყალთან და თაფლთან ერთად.
3. მშრალი მასა შეურიეთ კვერცხისა და თაფლის მასა ბლენდერის მეშვეობით. ცომი ერთგვაროვანი უნდა გამოვიდეს. ნელ-ნელა ჩაუმატეთ დარბილებული კარაქი, თითო კოვზით და თან შეუჩერებლად თქვიფეთ.
4. ერთმანეთში აურიეთ გაფუებული ქიშმიში, ცუკატები და გამდნარი კარაქი, მიღებული მასა შეურიეთ ცომს.
5. მოათავსეთ მიღებული ცომი მოზრდილ ჯამში, გადააფარეთ საკვების შესაფუთი ცელოფანი. ცომს დაახლოებით 15 საათი დაჭირდება გასაფუებლად, უნდა მოიმატოს სამჯერ, ამიტომაც წინასწარ განსაზღვრეთ ჯამის ზომა.
6. აფუებულ ცომს მოაყარეთ სულ ცოტაოდენი ფქვილი და გააკეთეთ გუნდა, რომელსაც გადაიტანთ გამოსაცხობ ფორმაში.
7. გადააფარეთ ცომს სველი და კარგად გაწურული ჩაის ტილო და გააჩერთ კიდევ 4-5 საათი ოთახის ტემპერატურაზე.
8. გაახურეთ ღუმელი 190 გრადუსზე.
9. გაუკეთეთ ცომის ზედაპიზე ჯვრის ფორმის ჩანაჭდევი და მასში ჩადეთ ცივი კარაქის ნაჭერი. შედგით ღუმელში. მზაობა შეამოწმეთ ასანთის ღერით: ის ცომიდან ოდნავ სველი უნდა ამოვიდეს და არავითარ შემთხვევაში ძალიან სველი.
10. გამოიღეთ ღუმელიდან გამომცხვარი პანეტონე და აცადეთ გაცივება. შემდეგ გადმოიღეთ ფორმიდან და მორთეთ პასკა ჩირებით, ან მინანქრით.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა