ქათქათა ბეზეს მომზადების საიდუმლო
ინგრედიენტები
კვერცხი - 4 ცალი
შაქარი - 1 ჭიქა
ლიმონმჟავა - 1/4 ჩ/კ
მომზადების წესები
1) ადღვიბეთ 4 კვერცხის ცილა კარგად.
2) პარალელურად ცეცხლზე შემოდგით წყლიანი ჯამი.სანამ წყალი ადუღდება, დაუმატეთ ლიმონმჟავა და შაქარი ადღვებილ ცილას და 1-2 წუთის განმავლობაში აურიეთ მიქსერით.
3) კრემის ჭურჭელი ჩადგით ადუღებულ წყალში და დღვიბეთ მიქსერით კიდევ 10-15 წუთი.საბოლოოდ უნდა მიიღოთ ქათქათა მასა.
4) როდესაც კრემზე გაჩნდება ასათქვეფის კვალი (კრემი დაეხვევა მიქსერის ჩხირებს, ანუ გასქელდება და მიეკრობა) გადმოდგი ცეცხლიდან და ათქვიფე კიდევ 3-4 წუთი.
ესეც ასე! ბეზე მზად არის.