გერმანული სუპი "პიხელშტაინერი" - გემრიელი,ნოყიერი და სასარგებლო
ინგრედიენტები
საქონლის ხორცი - 200 გ
ღორის ხორცი - 200 გ
ქათმის ფილე - 200 გ
ხახვი - 2 ცალი
მწვანე ხახვი ან პრასი - 1 ცალი
სტაფილო - 2 ცალი
ოხრახუშის ფეხვები - 200 გ
კარტოფილი - 750 გ
პაპრიკა - 1 ჩ/კ
მარილი - გემოვნებით
შავი პილპილი,კვლიავი, ორეგანო,დაფნა,როზმარინი, - გემოვნებით
მწვანილების მიქსი - ზემოდან მოსაყრელად
მომზადების წესები
ამ წვნიანის მთავარი ინგრედიენტი სამი სახეობის ხორცია.
გამდინარე წყლით გარეცხეთ ხორცი, გააშრეთ კარგად და დაჭერით კუბებად. ასევე,გარეცხეთ ბოსტნეული, დაჭერით , როგორც ფოტოზეა მოცემული და დაიწყეთ ხახვის მოშუშვა, სასურველია მცენარეული ზეთის გამოყენება.
დიდ ქვაბში მოათავსეთ ხორცი,მასთან ერთად შეაზავეთ ბოსტნეული და სანელებლები . სწორედ სანელებლები აძლევს ამ კერძს საოცარ არომატს.
დაასხით ბულიონი ან ჩვეულებრივი თბილი წყალი და დაბალ ცეცხლზე ადუღეთ 60-90 წუთი.
როცა სუპი მომზადდება,შეგიძლიათ, ზემოდან მწვანილები მოაყაროთ!