მომზადების წესები: დაჭერით წვრილად მწვანე ხახვი. ყველი გახეხეთ, ლორი დაჭერით პატარა კუბიკებად. ყველა ინგრედიენტი აურიეთ ერთ ჯამში და დაუმატეთ კვერცხი. მეორე კვერცხი ოდნავ ათქვიფეთ. გააბრტყელეთ ცომი და დაჭერით 6/12-ზე სმ-ის სწორკუთხედებად. მოათავსეთ ერთ სწორკუთხედზე 1 ს/კ გულსართი. წაუვსით კიდეებზე წყალი და დააფარეთ ცომის მეორე ფირფიტა. შეაწებეთ კიდეები. წაუსვით ღვეზელებს ათქვეფილი კვერცხი და აცხვეთ 190 გრადუსზე 25 წუთის განმავლობაში. გემრიელად მიირთვით!