მიხეილ ცაგარელი: კვირის ჰოროსკოპი
იმის გათვალიწინებით, რომ პარასკევს სავსე მთვარეა, ამ კვირაში ბევრ ზოდიაქოს ნიშანს პრობლემები შეექმნებათ.
"მთლიანობაში რთული კვირა გველოდება, რადგან დედამიწა რთულ ენერგოველშია. ჩვენ ამას ვიგრძნობთ, როგორც ამინდის მიმართულებით, ისე სოციალური კუთხით. კვირის განმავლობაში ყველაზე რთული დღე იქნება პარასკევი. ამ დღეს ახალმთვარეობაა. ახალი მთვარე არის მზის და მთვარის შეერთების დღე. მზე და მთვარე არ მეგობრობენ, ამიტომ მათი შერწყმა ყოველთვის კონფლიქტურია. კვირის განმავლობაში ტრამვულობის ალბათობა მატულობს. ასევე მოიმატებს ცდუნებების ტენდენცია. ვერძის მოედანზე ვთამაშობთ, მზე კი ვერძის ზოდიაქოს გადის, რომელსაც პლანეტა მარსი მართავს. როცა წვიმიანი ამინდია, ყოველთვის ჯობია, ყვითელი ფერის ტანსაცმლზე შევაჩეროთ არჩევანი", - განაცხადა მიხეილ ცაგარელმა "იმედის" ეთერში.
კუროს კი ყველაზე რთული პერიოდი ელოდება. შეეცადეთ, არ გაცივდეთ. მოიმატებს ავარიულ სიტუაციაში მოხვედრის ალბათობა. არავითარი სარისკო და ახალი საქმე არ უნდა დაიწყოთ ემ პერიოდში. ყოველდღიური საქმიანობით დაკავდით და არ მიაქციოთ ყურადღება თუ რა ხდება ზურგს უკან.
ტყუპს ერთი მხრივ დიდი ენერგია აქვს. მათ შესაძლოა ფინანსური კრიზისი შეექმნათ. მათ გასავალი აქვთ არნახულად მაღალი. ელოდებათ უყაირათობა, სულსწრაფობა და პრესინგი პარტნიორთა მხრიდან. პრესინგს კი ტყუპი ვერ იტანს, იმიტომ რომ თავისუფლების მოყვარეა. პრესინგისგან განთავისუფლების გზაზე შეიძლება, ის შეცდომა დაუშვას, რომ მერე მის გამოსწორებისთვის ბევრი ენერგია დახარჯოს.
სასწორები აქტიურები იქნებიან. ისინი ამ კვირაში შემოქმედები და იდეების გენერატორები იქნებიან. მაგრამ მათ ერთი პრობლემა აქვთ - ზედმეტი ემოციურობა. სასწორი ძალიან რეაგირებს ყველანაირი სახის შენიშვნაზე. მათ ექნებათ თავიანთი შესაძლებლობის განხორციელების შესაძლებლობა, მთავარია, ემოციები მართონ.
მორიელს ვალების გასწორების დრო მოუვიდა.
არამარტო ფინანსური, არამედ კარმული ვალების. პრობლემები ექმნებათ მათ მეგობრებს. მათ ახლობლებს და შვილებს. ამიტომ შეიძლება, სესხის აღებაც მოუხდეთ. შეიძლება ბევრი ისეთი რამის გაკეთება მოუნდეთ, რისი გაკეთებაც აქამდე სულაც არ უნდათ. მთავარია, არ დაიწყოს სარისკო მოქმედებები, ამისთვის ცუდი პერიოდია. იმუშაოს ყოველდღე და გაისტუმროს კარმული ვალები.
თხის რქას შეიძლება, პრობლემები შეექმნას უფროსი თაობის ადამიანებთან. სხვას ნუ ახვევს საკუთარ ნება-სურვილის როგორც სახლში, ისე სამსახურში. თხის რქას კარგად უნდა ახსოვდეს, რომ ის ვერძთან ვერ მეგობრობს.
მერწყულებს წარმატებული კვირა ექნებათ. მათი ენერგოტონუსი მაღალია, მათ ძალიან საინტერესო ორიგინალური პირობები ექნებათ. მათაც ვურჩევ, სულსწრაფები არ იყვნენ. გამოიჩინოს მაქსიმალური კორექტურობა. მისი ორიგინალურობა ყველასთვის მისაღები არ იქნება, დაძაბული აქვს ხალხს ნერვული სისტემა, ამიტომ ყველა ვერ გაუგებს მერწყულს.