არომატული და მადისაღმძვრელი ჩახოხბილი ბებოს რეცეპტით ( + რეცეპტის კალკულაცია)
უძველესი ქართული კერძის ჩახოხბილის არაერთი რეცეპტი არსებობს. თავდაპირველად მას უპომიდვროდ ამზადებდნენ, თუმცა დროთა განმავლობაში ყველასთვის საყვარელ კერძს პამიდორი დაემატა და ახლა მისი ერთ-ერთი ძირითადი ინგრედიენტია ნედლ ქათამსა და კვერცხთან ერთად. ბებოს რეცეპტით უგემრიელესი ჩახოხბილის მოსამზადებლად კი შემდეგი ინგრედიენტები დაგჭირდებათ:
ინგრედიენტები
ქათამი - 1 ცალი (“ბიუ-ბიუს“ ნედლი ქათამი)
გახეხილი პომიდორი - 700 გ
კარაქი - 1 ს/კ
დიდი ხახვი - 1 ცალი
ტკბილი წითელი წიწაკა - 1-2 ცალი
ქინძი - 2 კონა
კამა - 1 კონა
ნიორი - 4 კბილი
მარილი - გემოვნებით
დაფქული წითელი წიწაკა - გემოვნებით
მომზადების წესები
„ბიუ-ბიუს“ დაჭრილი ქათამი ხახვთან ერთად მოვათავსოთ ქვაბში, დავუმატოთ ცხიმი და მოვშუშოთ. ხორცი კარგად რომ მოიშუშება, დავუმატოთ კანგაცლილი გახეხილი პომიდორი და ტკბილი წიწაკა. მასა ცოტა რომ შესქელდება და შეიკვრება, დავასხათ იმდენი წყალი, რომ სასურველი სისქის წვენი მივიღოთ. ქვაბი თავდახურულ მდგომარეობაში დაბალ ცეცხლზე დავდგათ, ვიდრე ქათამი სრულად არ მოიხარშება. ბოლოს დავუმატოთ მწვანილი, ნიორი, მარილი, დაფქული წიწაკა და კერძი ცეცხლიდან გადმოვდგათ.
კერძი სწრაფად და მარტივად მოსამზადებელთან ერთად, საკმაოდ ბიუჯეტურიცაა. ინგრედიენტებისთვის საჭირო ხარჯები ასე გამოიყურება:
“ბიუ-ბიუს“ ნედლი ქათამი - 10 ლარი
გახეხილი პომიდორი - 700 გ - 2 ლარი
კარაქი - 2 ს/კ - 1 ლარი
ხახვი - 1დიდი თავი - 0,3 ლარი
ტკბილი წითელი წიწაკა - 1-2 ცალი - 1, 5ლარი
ქინძი - 2 კონა - 1 ლარი
კამა - 1 კონა - 0,5 ლარი
ნიორი - 4 კბილი - 0,5 ლარი
მარილი
დაფქული წითელი წიწაკა
საერთო ჯამში კერძის მოსამზადებლად დაახლოებით 16 ლარი დაგჭირდებათ.
P.S. ქათმის ხორცი არის მაღალი ხარისხის, ადვილად ასათვისებელი ცილების, ვიტამინების, ამინმჟავების და მინერალური ნივთიერებების შეუცვლელი წყარო როგორც ბავშვებისთვის, ასევე ზრდასრული ადამიანებისთვის. პროდუქტი მდიდარია A, B და D ვიტამინებით.
- B ვიტამინი აძლიერებს იმუნიტეტს, არეგულირაბს საჭმლის მომნელებელ სისტემას, სასრგებლოა ნერვული სისტემისთვის, გვიცავს შაკიკისგან, დიაბეტისა და მაღალი ქოლესტერინისგან.
- D ვიტამინი ძვლის სიმტკიცეს უზრუნველყოფს.
- A ვიტამინი თვალების ჯანმრთელობაზე ზრუნავს.