თეგებით ძიება

კარამელის ტარტი

ინგრედიენტები

მომზადების წესები
160 გ ფქვილი, 30 გ ნუშის ფქვილი, 30 გ კაკაო და 50 გ შაქარი სამზარეულოს კომბაინში დავაქუცმაცოთ. სანამ ერთიან მასას
მივიღებთ, გავახვიოთ საკვებ ცელოფანში და გავაჩეროთ მაცივარში მინიმუმ 30 წთ. შემდეგ გამოვიღოთ, გავაბრტყელოთ და ჩავდოთ
ტარტის ფორმაში. გავაჩეროთ საყინულეში 10 წთ. ზედ დავაფინოთ საცხობი ქაღალდი, დავაყაროთ რომელიმე პარკოსანი, მაგ. ლობიო, რომ ცომმა ცხობისას ფორმა არ დაკარგოს. გამომცხვარი ტარტი გავაცივოთ ოთახის ტემპერატურაზე. ლობიო შეგვიძლია სხვა დროს მოვამზადოთ.

300 გ შაქარი და 0,5 ჭიქა წყალი პატარა ქვაბით დავდგათ ცეცხლზე და ვადუღოთ იქამდე, სანამ სიროფი არ გაყავისფრდება. გადმოვდგათ და ძალიან ფრთხილად დავუმატოთ 120 მლ ნაღები. დავაბრუნოთ ცეცხლზე და სწრაფი მორევით წამოვადუღოთ 2-3 წთ. ბოლოს დავუმატოთ კუბებად დაჭრილი 70 გ კარაქი და გავხსნათ ბოლომდე. შევაგრილოთ და დავასხათ გაცივებულ ტარტს.
ტარტი ასეთ მდგომარეობაში უნდა გაჩერდეს მაცივარში 3-4 სთ. 120 მლ ნაღები მივიყვანოთ ადუღებამდე და ცხელი დავასხათ
120 გ დაფხვნილ შავ შოკოლადს. მოვურიოთ, რომ ბოლომდე გაიხსნას და დავასხათ ტარტს ზემოდან. სერვირებამდე 2-3 სთ. ჩავაცივოთ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა