ისპანახითა და ყველით ფარშირებული ქათამი - ასეთი წვნიანი და გემრიელი ფილე ჯერ არ გაგისინჯავთ!
ინგრედიენტები
ზეითუნის ზეთი - 1 ს/კ
ისპანახი - დაჭრილი, 1, 1/2 ჭიქა
ყველი რიკოტა - გახეხილი, 1/4 ჭიქა
ქათმის ფილე - 2 ცალი
ყველი ჩედერი - თეთრი, გახეხილი, 1/8 ჭიქა
მარილი და წიწაკა
პაპრიკა
მომზადების წესები:
200 გრადუსზე გაახურეთ ღუმელი.
საშუალო ცეცხლზე დადგით ტაფა, დაასხით ზეთი და ხრაკეთ ისპანაზი 3-5 წუთის განმავლობაში.
დაუმატეთ გახეხილი ყველი რიკოტა და 30-60 წამი კიდევ თუშეთ. შემდეთ გააგრილეთ.
ქათმი ფილეში გააკეთეთ დაახლოებით 1 სმ-ს ჩანაჭრები და ამოავსეთ ისპანახისა და ყველის ფარშით.
წაუსვით ქათამს მარილი და წიწაკა გემოვნებით, ზემოდან კი მოაყარეთ ყველი ჩედერი.
მოაყარეთ წითელი წიწაკა.
აცხვეთ ღუმელში 20-25 წუთის განმავლობაში, სანამ ყველი არ გადნება და წვენს არ გამოუშვებს.
გემრიელად მიირთვით!