რას შეცვლის თქვენს ცხოვრებაში აპრილის ახალმთვარეობა - 3 ასტროლოგის რჩევა
ქართველი ასტროლოგები დღევანდელ ახალმთვარეობასთან დაკავშირებით წერენ და რჩევებს გვიზიარებენ:
ქეთი ვაწაძე:
"დღეს, 5 აპრილს, 12:50 წუთზე ახალმთვარეობაა!
ტრადიციულად, მომდევნო 3-4 დღის მანძილზე სჯობს არაფერი ახალი არ დაიწყოთ, მხოლოდ დაგეგმეთ, შემდეგ კი აქტიურ მოქმედებაზე გადადით... მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და საბუთების გაფორმება კარგი იქნება შემდეგი პერიოდისთვის გადადოთ.
აკონტროლეთ გულ-სისხლძარღვოვანი სისტების დაავადებები, ასევე, თავის ტკივილი, შაკიკი, ნევრალგია, ბევრს შესაძლოა უენერგიობა, უგუნებობა აღენიშნოს, ზოგი კი პირიქით, გაღიზიანებული, აფორიაქებული იყოს.
მოერიდეთ კონფლიქტური სიტუაციების შექმნას, სიფრთხილე გამოიჩინეთ გზებზე გადაადგილებისას.
ეს დღეები არის ალბათობა მოტყუების, ილუზიების, ფანტაზიების, შეუსრულებელი დაპირებების გაცემის. ამიტომ ამ მხრივადაც სიფრთხილე გმართებთ.
ნუ იქნებით აგრესიული და იმპულსური. მეტი კეთილგონიერება და სიდინჯე გამოიჩინეთ".
"სიახლეებისა და ახალი ნაბიჯების გადადგმის დროა!
მე აღარ აგიხსნით ახალმთვარეობის ასტრონომიულ, თუ ასტროლოგიურ არსს, არც რიტუალების ჩატარებას გასწავლით ამაღამინდელი ღამისთვის, არც სხვა რამ დეტალებს განვიხილავ. უბრალოდ გეტყვით - დღეს ახალმთვარეობაა ვერძში, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი ცხოვრების სადავეების ხელში აღების შესაძლებლობები გეძლევათ. დადგა დრო, ახალ საქმეებს შეეჭიდოთ, ახალი ნაბიჯები გადადგათ, რადგან ახლა მთავარი საკუთარი თავის რწმენაა, თორემ მწვერვალები დიდი ხანია, რაც
გვიცდიან! ერთადერთი რაც ახლა არ შეიძლება - პასიურობაა, და რა თქმა უნდა კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, დანარჩენი კი - ჩვენზეა.
ასე, რომ ხვალიდან (დღეს უბრალოდ გადაწყვიტეთ, რა გინდათ), დაიწყეთ შტურმი და შეუტიეთ, ან გაუტიეთ..."
მიხეილ ცაგარელი:
"შეგახსენებთ, 5 აპრილს ახალმთვარეობაა!
ამიტომ გამოიჩინეთ გულისხმიერება და მშვიდად განვლეთ ეს და შემდეგი 3-4 დღე, ნუ დაიწყებთ ან გადაწყვეტთ მნიშვნელოვან საქმეებს.
განეწყვეთ პოზიტიურად, ძალიან კარგია ახალი საქმეების დაგეგმვა უახლოეს 30 დღის განსახორციელებლად, ჩამოწერეთ ფურცელზე.
ნუ გადაიღლით თავს ემოციებით, ნეგატიური ინფორმაციებით, ფიზიკურად და სულიერად.
წყარო: astrologi.ambebi.ge