7 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით
ვერძი მოერიდეთ უსიამოვნებას პარტნიორებთან, ნათესავებთან. იყავით აკურატული და ფრთხილი რემონტისა და მშენებლობისას.
კურო
სწრაფად და დაკვირვებულად უნდა იმოქმედოთ. არ იკამათოთ კოლეგებთან და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან.
ტყუპი
აზარტულობა მოიმატებსა და ეცადეთ, არ დაზიანდეთ და სხვებიც არ დააზარალოთ. ზომიერება გმართებთ ყველაფერში. ფული მხოლოდ სანდო ადამიანებს ანდეთ.
კირჩხიბი
ნუ გგონიათ, რომ ვინმე სხვა გააკეთებს თქვენ საქმეს, გაბედულად იმოქმედეთ. დაიცავით უსაფრთხოების ნორმები, რათა არ დაზიანდეთ არც ფიზიკურად და არც მორალურად.
ლომი
ნუ გარისკავთ, როცა საქმე ფულს ეხება. შეინარჩუნეთ მაქსიმალური სიმშვიდე
და გადაწყვეტილებებს "ცხელ გულზე" ნუ მიიღებთ.
ქალწული
ექსპერიმენტებისა და ახალი საქმეების დაწყების დღეა. შეიძლება მიხვდეთ, რომ მარტო ვალდებულებას ვერ გაუმკლავდებით და აუცილებელია, გვერდით ერთგული მოკავშირე გყავდეთ.
სასწორი
მოერიდეთ უსიამოვნებას ოჯახის წევრებთან, საქმიან პარტნიორებთან. შეიძლება ბარიკადების მეორე მხარეს თქვენი მეგობარი აღმოჩნდეს. ზოგიერთი მიტოვებული პროექტის განახლებას შეეცდება.
მორიელი
კარგი დღეა სწავლისთვის, მაგრამ, სწავლა საკუთარ შეცდომებზე მოგიწევთ. შეიძლება პარტნიორმა გაგიცრუოთ იმედი, არ გაამართლოს თქვენი მოლოდინი სატრანსპორტო კომპანიამ, სამედიცინო დაწესებულებამ.
მშვილდოსანი
აზარტული ხართ და ცხოვრების "სუფთა ფურცლიდან" დაწყება გსურთ. იყავით მეტად კეთილგონიერი. ნუ გაამწვავებთ სიტუაციას, ზოგ შემთხვევაში ჩრდილში დგომა ჯობია.
თხის რქა
ნუ ეცდებით ცუნამისა და ტაიფუნის შეჩერებას. მშვიდად შეხვდით მოვლენებს და მშვიდად გააანალიზეთ ისინი. ცვლილებები პარტნიორებთან შეათანხმეთ.
მერწყული
მნიშვნელოვანი ვალდებულებების შესრულება მოგიწევთ. მეტი ყურადღება გმართებთ იურიდიული საკითხების მოგვარებისას. ზოგიერთი დღის რეჟიმს შეიცვლის. დაიცავით უსაფრთხოების ნორმები.
თევზები
ცვლილებები გელით სიყვარულში, კარიერასა და შემოქმედებიაში. ნუ შეუშინდებით სირთულეებს. უმეტესობა უკვე გადალახული გაქვთ.
წყარო: astrologi.ambebi.ge