თეგებით ძიება

ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ ადამიანთან რომანი შეიძლება იქცეს თქვენთვის "თავის ტკივილად"

დამეთანხმებით ალბათ, არსებობს ამქვეყნად სასიყვარულო ისტორიები, რომელიც გარკვეულ ფატალიზმს ეფუძნება. ორი ადამიანი ერთმანეთის გარეშე ვერ ძლებს, თუმცა, ერთად ყოფნაც მათთვის დიდი ომი და გამოწვევაა. დღეს გვინდა ზუსტად ასეთ წყვილებზე გესაუბროთ და გითხრათ, ვისთან შეიძლება აღმოჩნდეს თქვენთვის რომანი საბედისწერო.

ვერძი - მორიელი უძლიერესი სექსუალური მიზიდულობის მიუხედავად, ამ წყვილში მოსალოდნელია მუდმივი ომი ძალაუფლების გამო. ეჭვიანი მორიელი და თავნება ვერძი აუცილებლად დაეჯახებიან ერთმანეთს "რქებით", რაც საბოლოოდ მორიელის გამარჯვებით დასრულდება.

კურო - მშვილდოსანი მესაკუთრე, სტაბილურობის მოყვარული კურო წყობიდან შეიძლება გამოიყვანოს თავქარიანმა და აბსოლუტურად უკონტროლო მშვილდოსანმა. მათი სიყვარული შეიძლება იყოს მძაფრი, ინტენსიური, მაგრამ ერთ ჭერქვეშ ცხოვრება ამ წყვილს ნაკლებად გამოუვა ხასიათებში მკვეთრი განსხვავების გამო.

ტყუპი - თხის რქა ერთ-ერთი რთული წყვილია. თავქარიან, მარტივ ტყუპს თხის რქა ათასნაირ შეზღუდვებს დაუწესებს. ის აუცილებლად ეცდება საკუთარ თავზე მოირგოს ტყუპი, რაც, რაღა თქმა უნდა, უშედეგო მცდელობაა.

კირჩხიბი - მერწყული მათ შორის დაწყებული დიდი სიყვარული ხშირად სიძულვილში გადაიზრდება. მერწყული თავიდანვე შეეცდება მართოს კირჩხიბი, რაც ამ უკანასკნელში ეჭვებსა და გაუცხოებას გამოიწვევს. მერწყული ვერასოდეს შეძლებს გაიგოს კირჩხიბის სენსიტიური ბუნება და ხშირად მიაყენებს მას გამოუსწორებელ დარტყმას თავმოყვარეობაზე.

ლომი - თევზები ამ ორის ურთიერთობა "ცივი ომის" ფონზე ვითარდება. ამაყი და ცოტა უტაქტო ლომი, ხშირად მიაყენებს ტკივილს ემოციურად ლაბილურ თევზებს. ის კი თავის მხრივ აუცილებლად ჩაიკეტება და ომს დუმილის ფონზე გამოუცხადებს, რის გამოც ლომი თავს საშინლად დამნაშავედ იგრძნობს. თუმცა, მათ არასოდეს მიეცემათ გულახდილად საუბრის საშუალება.

ქალწული - ვერძი ქალწული ბუნებით მშენებელი და შემგროვებელია, ვერძი კი თავის მხრივ ყოველთვის "დაანგრევს" მის აგებულს; როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. ამასთან ერთად, ვერძი ქალწულის მეწვრილმანეობას გამოჰყავს წყობიდან, ქალწულს კი
არასოდეს ელევა შენიშვნები ვერძის ინფანტილურობის გამო.

სასწორი - კურო მათ ერთად ყოფნას არ აქვს პერსპექტივა. იმიტომ რომ, არასოდეს გამოსდით პრობლემებს გაუმკლავდნენ შეთანხმებულად და ერთობლივად. მათი ცხოვრებისეული ფასეულობები და პრიორიტეტებიც აბსოლუტურად განსხვავებულია.

მორიელი - ტყუპი ტყუპი მორიელისთვის ვექტორულად "ბატონია", ამიტომ ასეთი კავშირი მორიელისთვის შესაძლებელია ჯოჯოხეთად იქცეს. ისინი შესაძლოა ვნებიანმა რომანმა დააკავშიროს, მაგრამ თავქარიანი და არასტაბილური ტყუპი მორიელს სერიოზულ ნერვულ აშლილობამდე მიიყვანს.

მშვილდოსანი - კირჩხიბი ფატალური რომანი ამ ორს შორის გარდაუვალია. კირჩხიბი, რომელიც ბუნებით მესაკუთრე და ეჭვიანია, აუცილებლად შეეცდება თავისუფლებისმოყვარე მშვილდოსნისთვის "ეჟვანის შებმას", რაც აუცილებლად დასრულდება დიდი კონფლიქტით.

თხის რქა - ლომი შეიძლება ითქვას, რომ თავისებური შენელებული მოქმედების ბომბია ეს კავშირი. წყვილს შორის ძალზე ხშირად აბსოლუტურად ყოფითი წვრილმანების გამო წარმოიქმნება უთანხმოება. ლომი ვერ იღებს ცივი თხის რქისგან საკმარის სითბოს, თხის რქას კი საშინლად აღიზიანებს ლომის ეგოისტური გამოხდომები.

მერწყული - ქალწული რთული და ორივე მხარისთვის სახიფათო კავშირია. მერწყული ქალწულზე ისე მოქმედებს, როგორც ენერგოვამპირი. შედეგად ვიღებთ მუდმივად ერთმანეთით უკმაყოფილო წყვილს, რომელიც ვერც შორდება ერთმანეთს და ვერც მშვიდად თანაარსებობს.

თევზები - სასწორი ამ წყვილში თევზებს დიდი იმედგაცრუება ელოდება. სასწორს არ ესმის თევზების ემოციური ბუნება, შესაბამისად, იგი მალე ცივდება პარტნიორის მიმართ. თევზები კი თავის მხრივ ისტერიულად ეჭიდება არსებული კავშირის გადარჩენის მცდელობას.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა