თეგებით ძიება

10 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

ვერძი შეიძლება ყველა თქვენი მოლოდინი არ გამართლდეს. წარმატებას მიაღწევენ თვითკრიტიკული და გამოცდილი ნიშნები. მეტი დრო დაუთმეთ ახალი პროექტების დაგეგმარებას.
კურო
მოკავშირეებს ადვილად იპოვით. შეიძლება განახლდეს ძველი კამათი. გაფრთხილდით, რათა მეგობრები მტრებად არ გაიხადოთ. მოერიდეთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ რაიმე ოპერაციას.

ტყუპი
შეამცირეთ მუშაობის ტემპი. შეიძლება დაიგვიანოს პასუხმა, რომელსაც ელოდით ან თავად დაგაგვიანდეთ შეხვედრაზე. პაუზის დროს დაფიქრდით, რით უნდა გაიუმჯობესოთ მუშოაბის პირობები.

კირჩხიბი
თქვენი ყურადღების ცენტრში მოექცევა ფინანსური საკითხები, მემკვიდრეობა და განათლება. მეტი დრო დაუთმეთ ბავშვების განვითარებას. კარგი დღეა საოჯახო ნივთების შესაძენად.

ლომი
მოთმინებით აღიჭურვეთ და ეცადეთ, დეპრესიაში არ გადავარდეთ. ამაზე რთული პერიოდებიც გქონიათ, მაგრამ ყველაფერი კარგად დასრულებულა. მხოლოდ მნიშვნელოვანი საქმეები შეასრულეთ, მეტად დაისვენეთ.

ქალწული
ნუ შეჩერდებით, სწავლა-განვითარებისთვის კარგი დღეა. მოერიდეთ ახალი გეგმების გარშემო მყოფებისთვის გამხელას. თუ ძველ სტერეოტიპებს არ დარღვევთ, ერთი და იმავე შეცდომებს მუდმივად დაუშვებთ.

სასწორი
შეიძლება იმედი გაგიცრუოთ მეგობრებმა, საქმე ისე არ გამოვიდეს, როგორც გსურდათ. ნუ იჩქარებთ დასკვნების გამოტანას. მოთმინებით აღიჭურვეთ და უკეთეს პერიოდს დაელოდეთ.

მორიელი
სიჯიუტემ და პირდაპირობამ შეიძლება საქმეები გაგიფუჭოთ; დიპლომატიურად იმოქმედეთ. თუ გამოცდილება
ან ერთგული პარტნიორი არ გყავთ, საშიშ თამაშებში ნუ ჩაერთვებით.

მშვილდოსანი
მოწყენილობის მიზეზი არ გაქვთ. მთავარია, თამაშის წესები დაიცავთ. სხვა დღისთვის გადადეთ ახალი პროექტის, მოგზაურობის დაწყება. სახლიდან შორს მყოფი მოერიდეთ საშიშ ადგილებს.

თხის რქა
სხვა დღისთვის გადადეთ აქტიური ქმედებები. მოერიდეთ აზარტულობასა და ექსპერიმენტებს. აგრეთვე, ახალი თანამოაზრეების გაჩენას და ფინანსების მოძიებას. ნუ აიღებთ ზედმეტ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე.

მერწყული
დღეს გამოვლინდება უზუსტობა საქმეში ან პარტნიორის ღალატი. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან, მეუღლესთან. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და სახეზე - ღიმილი.

თევზები
დღევანდელი საქმეები გააკეთეთ. ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას. მითითებები, რთულიც რომ მოგეჩვენოთ, პატიოსნად შეასრულეთ. თუ ჯანმრთელობის პრობლემა გაქვთ, მკურნალობა და რეჟიმი დაინიშნეთ.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა