12 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით
ვერძი ვალდებულებების შესრულებისას მეტი დაკვირვება გმართებთ. ეცადეთ, თქვენის საქმეები არავის გადააბაროთ. არ გადაიტვირთოთ ორგანიზმი. მეტი მზრუნველობა გმართებთ შინაური ცხოველებისადმი.
კურო
მხოლოდ აუცილებელი საქმეები და ვალდებულეები შეასრულეთ. გამონახეთ დრო და მეუღლესთან და შვილებთან ერთად დაისვენეთ, გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე.
ტყუპი
ავანტიურა და თავგადასავლები გაგიტაცებთ. შინ ნუ მიიპატიჟებთ სტუმრებს. მეტი დრო გაატარეთ ოჯახის წევრების გარემოცვაში, გააუმჯობესეთ მათთან ურთიერთობა.
კირჩხიბი
დასვენების, რომანტიკული ურთიერთობების გაუმჯობესების დღეა. მეტი დრო დაუთმეთ გაჯანსაღებას. გამოიძინეთ.
ლომი
დაიცავით დიეტა, ნუ მიირთმევთ მავნე საკვებს. ფული ზომიერად ხარჯეთ. თავგადასავალსა და საეჭვო რეპუტაცის ადამიანებთან დამეგობრებას არ გირჩევთ.
ქალწული
ყური დაუგდეთ უფროსი ადამიანების რჩევებს. კარგი დღეა მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. შეიძლება ზოგიერთმა თქვენი მოთმინება გამოცადოს.
სასწორი
დასვენების, ძალების აღდგენის დღეა. ეცადეთ, მეტი დრო გაატაროთ თქვენთვის სასიამოვნო ადამიანების, ოჯახის წევრების გარემოცვაში. ზომიერება გმართებთ კვებაში.
მორიელი
სერიოზული და პრაქტიკული უნდა იყოთ. მეტი მზრუნველობა გამრთებთ ოჯახის
წევრების მიმართ. დღეს მიხვდებით, რომ საყვარელი ადამიანის მიმართ უფრო პასუხისმგებლობა გაკავშირებთ, ვიდრე ვნება და სიყვარული.
მშვილდოსანი
დაისახეთ მიზანი და ამოქმედდით. ზოგ შემთხვევაში მაქსიმალური მოთმინება უნდა გამოავლინოთ. უნდა მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.
თხის რქა
რომანტიკული განწყობის გამო შეიძლება ვალდებულებები ვერ შეასრულოთ. ზოგიერთი ძველ მეგობრებს შეხვდება და შეიძლება ძველი საქმეებიც აღადგინოს. ოჯახის წევრებთან ერთად დაგეგმეთ უქმეები.
მერწყული
დეტალებზე მუშაობა განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს. დილითვე შეადგინეთ სამოქმედო დღის გეგმა. გადახედეთ პირად ნივთებს და გათავისუფლდით ვადაგასული და უსარგებლო ნივთებისგან.
თევზები
მსუბუქი საქმეები შეასრულეთ. მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას. ოჯახის წევრებთან ერთად მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე. შეყვარებულები დაქორწინებას გადაწყვეტენ.
წყარო: astrologi.ambebi.ge