თეგებით ძიება

13 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

ვერძი ურთიერთობებისა და მიმოწერის სურვილი გაგიჩნდებათ. კარგი დღეა დისკუსიებისა და თამამი დიალოგებისთვის. რაც უფრო გულწრფელი იქნებით დღეს, მით ნაკლებ "სიურპრიზს" მიიღებთ მომავალში.
კურო
ახალი მოვალეობები, ინტერესები გამოგიჩნდებათ. შეიძლება სხვათა ცხოვრებაშიც მოგიწიოთ ჩარევამ. დაკავებულიც რომ იყოთ, ნუ დაივიწყებთ მეგობრულ განწყობას. ეცადეთ, ყველა სიტუაციაში კარგად გამოიყურებოდეთ.

ტყუპი
დღის მეორე ნახევარი მეტად პოზიტიური და ნაყოფიერი იქნება. დილით შეგიძლიათ დაისვენოთ. საყვარელი ადამიანისგან ან მეგობრისგან სიურპრიზი გელით. აგრეთვე, ბავშვებისგანაც.

კირჩხიბი
მოვლენები სწრაფად და მოულოდნელად განვითარდება. მეტ დროს საჭიროებს საოჯახო საქმეების მოგვარება. ზოგიერთებს გეგმები შეეცვლებათ. მოერიდეთ კამათს.

ლომი
ფიზიკური და სულიერი დასვენება გესაჭიროებათ. საქმეებს შუადღის შემდეგ შეუდექით. ზოგიერთს ახალი აღმოჩენები ელის. გაგიმძაფრდეათ ინტერესი მოდისა და გამოგონებებისადმი.

ქალწული
ახლობლებზე და საკუთარ თავზე ზრუნვის დღეა. შეიძლება ერთ ადგილას ფიქრობდით წასვლას და სხვა ადგილას წახვიდეთ. მოსალოდნელია მოულოდნელი ხარჯი, შეხვედრები. გააქტიურდება ვირტუალური მომწერა, სატელეფონო საუბრები.

სასწორი
დილა დასვენებას, ძალების აღდგენას დაუთმეთ. საქმეებში შუადღიდან ჩაერთეთ. სტუმრად მიპატიჟებასა და პოლემიკაში ჩართვაზე უარი არ თქვათ. მზად იყავით კრიტიკის მოსასმენადაც.

მორიელი
ფრთხილად იყავით, დღეს შეიძლება მოვლენები თქვენს სასარგებლოდ არ განვითარდეს.
სწრაფად უნდა მიიღოთ გადაწყვეტილებები და ხშირად, არაორდინარული. მოერიდეთ ფიზიკურ და ნერვულ გადაღლილობას.

მშვილდოსანი
შუადღის შემდეგ იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას. კარგი დღეა ურთიერთობებისა და მიმოწერისთვის, ინტელექტუალური განვითარებისთვის. ახალი ნაცნობობა შეიძლება დაიწყოს კონფლიქტით და მეგობრობაში გადაიზარდოს.

თხის რქა
დილა მშვიდი საქმეების მოგვარებას დაუთმეთ. ახალი იდეების განხორციელებისას შეიძლება ჩიხში აღმოჩნდეთ. სამსახურის საქმეების გამო შაბათის გატარებამ შეიძლება სამსახურში მოგიწიოთ.

მერწყული
წინასწარ არაფერი დაგეგმოთ. შეიძლება გაგიჭირდეთ ერთ ადგილზე დიდხანს ყოფნა, ერთი საქმის შესრულება. მგზავრობისას მოსალოდნელია თავგადასავლები და ახალი იდეების დაბადება. ნუ შეუშინდებით სირთულეებს, თქვენ მათ ადვილად დაძლევთ.

თევზები
ნუ გაამწვავებთ მივიწყებულ კონფლიქტს. არ მოაწყონოთ საყვარელი ადამიანი, მოუწყვეთ რომანტიკული საღამო. ბავშვებს უყურადღებოდ ნუ დატოვებთ. განსაკუთებით, ჰიპერაქტიურებს.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა