წყვილები, რომლებიც ერთმანეთს ღალატობენ, მაგრამ მაინც არ შორდებიან - ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ადამიანები სუბიექტურად აღიქვამენ სიყვარულს, ზოგიერთს მისი სახელით, ღალატის ატანაც კი შეუძლია. სწამთ, რომ თუ ადამიანი ნამდვილად გიყვარს, მას სრული თავისუფლება უნდა მიანიჭო - სულიერიცა და ფიზიკურიც. წყვილთა მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ როცა გიყვარს, შეუძლებელია უღალატო... და თუ ღალატობ, მეორე ნახევარი არც გყვარებია. გთავაზობთ იმ წყვილების ჩამონათვალს, რომლებიც ერთმანეთს ღალატობენ, მაგრამ არ შორდებიან.
ვერძი და კურო
ვერძს ქარიშხალი შეაქვს კუროს ცხოვრებაში, კურო კი მას სტაბილურობას სთავაზობს. ამ ორ ნიშანს ერთმანეთი ბალანსისთვის სჭირდებათ. რომ არა ვერძი, კუროს ცხოვრება მოსაწყენი იქნებოდა. ხოლო, რომ არა კურო, ვერძს თავისი აქტიურობა გადაწვავდა. გარდა ამისა, კურო არაგონიერ რისკზე არ უშვებს ვერძს, ხოლო ვერძი რისკისკენ უბიძგებს კუროს, როცა საჭიროა. სამწუხაროდ, კუროს ვერძისგან დასვენება სჭირდება ხოლმე, მთლიანად ძალაგამოცლილი ენერგიით რომ აივსოს, ხოლო ვერძს სჭირდება ადამიანი, რომელიც სიცოცხლეს შეაგრძნობინებს. აი, რატომ მიდიან საღალატოდ... მაგრამ როცა ერთმანეთს უბრუნდებიან, თავი ისე უჭირავთ თითქოს არაფერი მომხდარა. ერთმანეთს უსიტყვოდ პატიობენ.
ტყუპი და სასწორი
ეს ორი ნიშანი ძალიან ცვალებადია, ამიტომ ადვილად უღებენ ალღოს არასტანდარტულ ურთიერთობას და არც
მოითხოვენ იმ სტაბილურობას, რომელიც სხვა ნიშნებს სჭირდებათ. ტყუპი არასდროს ასრულებს პირობას და სასწორი არ ბრაზობს, რადგან თავადაც მუდმივად იცვლის აზრსა თუ გეგმებს. სასწორს სჭირდება რომანტიკა და აღმაფრენა, ბედნიერად რომ იგრძნოს თავი, ტყუპსაც ურჩევნია ურთიერთობაში მრავალფეროვნება შეიტანოს, ამიტომ თანხმდება ყველა გამოწვევას. საქმე ისაა, რომ ტყუპს პარტნიორი სწრაფად ბეზრდება და სიახლის ძიებას იწყებს, სასწორიც არ რჩება მარადიულად შეყვარებული, თუ შენიშნავს, რომ მეორე ნახევარს გრძნობები გაუნელდა. ისინი ღალატობენ ერთმანეთს, მაგრამ არ შორდებიან - იციან, რომ სხვა უკეთ ვერ გაუგებს. ყველა ადამიანს სჭირდება ნავსაყუდელი, რომელსაც პერიოდულად თავს შეაფარებს.
მორიელი და თევზები
ეს ორი ნიშანი შინაგან ჰარმონიას აღწევს ერთად. თევზებსა და მორიელს კარგი სექსი აქვთ, რადგან ფიზიკური კავშირით ერთმანეთს ემოციებს უზიარებენ და ეჯაჭვებიან. მიზეზი, რის გამოც თევზი საღალატოდ მიდის - დეპრესიაა... მორიელი ვერ უმკლავდება მის დეპრესიულ ხასიათს, ტირილსა და გოდებას, არ შეუძლია სიცილ-კისკისით აავსოს პარტნიორის ცხოვრება, რადგან თავადაც პესიმისტია. თევზი პოულობს ადამიანს, რომელიც პოზიტივს უზიარებს მას და ცხოვრებით ტკბობას ასწავლის. მორიელი კი ღალატობს იმიტომ, რომ შურისმაძიებელია - თუ თევზმა უღალატა, ვერ მოისვენებს სანამ თავადაც სხვასთან არ დაწვება. თევზები და მორიელი ერთმანეთს ვერ შორდებიან, რადგან ძალა არ შესწევთ უარი თქვან სულიერ და ინტელექტუალურ კომფორტზე, რომელსაც ერთმანეთს ანიჭებენ.
წყარო: astrologi.ambebi.ge