1) დაჭერით კომში კანიანად. ეცადეთ, ნაჭრები გამოვიდეს საშუალო სისქის.
2) საშუალო ცელცხლზე შეწვით დაჭრილი კომში მცენარეული ზეთით - დაგჭირდებათ სულ 5 წუთი. დაუმატეთ ზაფრანა და კიდევ 5 წუთი გააჩერეთ,შემდეგ კი გადმოდგით ცეცხლიდან.
3) ღრმა ტაფაზე შეწვით ქათმის საშუალო ზომის ნაჭრები , 5 წუთში დაუმატეთ ხახვი. როცა ქათმის ხორცი წვენის გამოყოფას დაიწყებს,დაუმატეთ წყალში გარეული ტომატპასტა. გააჩერეთ კიდევ 10-15 წუთი.
4) ამის შემდეგ დაუმატეთ კომში და ქლიავის ჩირი, ასევე,მარილი და პილპილი. დაახურეთ თავზე და გააჩერეთ 30 წუთი , დაბალ ცეცხლზე.
გემრიელად მიირთვით!