19 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით
ვერძი გაიუმჯობესეთ პირადი ცხოვრება, შეინარჩუნეთ ჰარმონია საკუთარ თავში, გარშემო მყოფებში. შეიძლება სასურველ მასწავლებელს მიაგნოთ ან სხვას ასწავლოთ რამე.
კურო
გულახდილი საუბრების დღეა თქვენთვის მნიშვნელოვან თემებზე. სასიამოვნო ადამიანებს გაიცნობთ. საყვარელ ადამიანთა ერთად დაგეგმეთ უქმეები.
ტყუპი
ზოგიერთი მეგობრულ ურთიერთობას სასიყვარულოში გადაიყვანს. რომანტიკული მგზავრობა გელით. კარგია დღეა სწავლისა და მიმოსვლებისთვის.
კირჩხიბი
დახმარებაზე უარი არავის უთხრათ. გამონახეთ დრო და მოესიყვარულეთ შინაურ ცხოველებს. თუ ავად ხართ, რაც უფრო მეტად გამოავლენთ სიყვარულს, მით მალე გამოჯანმრთელდებით.
ლომი
ფიზიკური და გონებრივი აქტიურობის დღეა. მეტი დრო გაატარეთ შვილებთან ერთად. საყვარელი ადამიანი
მზრუნველობით აავსეთ. რთულ სიტუაციაში მოიშველიეთ იუმორი.
ქალწული
მეგობრული და ნათესაური შეხვედრების დღეა. საყვარელ ადამიანთან ერთად შეადგინეთ უქმეების გეგმა. აკონტროლეთ გამონათქვამები, გარშემო მყოფებს გული რომ არ ატკინოთ.
სასწორი
შეინარჩუნეთ ის, რაც გაქვთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. გამონახეთ დრო და ოჯახის წევრებთან ერთად სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ.
მორიელი
იყავით პროგრესული, ნუ იხედებით წარსულში და ნუ ეძებთ დამნაშავეებს. კარგი დღეა საყიდლებისთვის. საღამო თქვენთვის სასიამოვნო ადამიანების გარემოში გაატარეთ.
მშვილდოსანი
შეიძლება ლიტერატურული, ჟურნალისტური ნიჭი აღმოგაჩნდეთ. თუ გსურთ, ვინმეს აჯობოთ, მეტად უნდა მოინდომოთ. მეტი დრო გაატარეთ შვილებთან ერთად. მათთან ერთად გაერთეთ.
თხის რქა
შეხვედრების, საუბრების დღეა. კამათში ნეიტრალური პოზიცია ამჯობინეთ. კარგი დღეა თვალსაწიერის გასაუმჯობესებლად, საოჯახო ბიზნესის გასაფართოებლად.
მერწყული
ურთიერთობები, სიახლეები და რომანტიკა დღეს თქვენი ძირითადი ინტერესი. იყავით მოვლენების საქმის კურსში. შეიძლება, თქვენთვის საინტერესო ადამიანმა შემოგთავაზოთ მეგობრობა.
თევზები
საინტერესო შემოთავაზებებს მიიღებთ. თუ მატერიალურადაც დაინტერესებული ხართ, ამოქმედდით. კარგი დღეა ორიგინალური იდეების განსახორციელებლად. მეტი დრო გაატარეთ საყვარელი ადამიანის გვერდით.
წყარო: astrologi.ambebi.ge