თეგებით ძიება

21 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

ვერძი კონსტრუქციული დიალოგის დღეა. ილაპარაკეთ მხოლოდ ის, რაშიც დარწმუნებული ხართ. არ გასცეთ დაპირებები, არაფერი დაგეგმოთ.
კურო
სხვა დღისთვის გადადეთ საბუთების გაფორმება, მგზავრობა შორ მანძილზე, მოლაპარაკებები. სანამ რამეს იტყოდეთ, ჩაისუნთქეთ და ათამდე დაითვალეთ.

ტყუპი
რაც უფრო ადრე აღმოაჩენთ შეცდომებს, მით სწრაფად გამოასწორებთ მათ. სხვა დღისთვის გადადეთ უძრავი ქონებისა და სადაზღვევო საკითხების მოგვარებას. ნუ აჩქარდებით ოფიციალური საბუთების გაფორმებისას.

კირჩხიბი
მოერიდეთ ურთიერთობების გარკვევას შვილებთან, საყვარელ ადამიანთან. სხვა დღეს გადაიტანეთ კონსულტაციები თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.

ლომი
თავისუფალი გრაფიკით იმოქმედეთ, მაგრამ მნიშვნელოვანი ვალდებულებები შეასრულეთ. არ იკამთოთ გარშემო მყოფებთან. იძულებით მივლინება და სწავლა გელით.

ქალწული
სიახლებს და ახალგაცნობილებთან დაახლოებას მოერიდეთ. აგრეთვე, გასართობებს, სადაც ფულის ხარჯვა გელით. ნუ იკამათებთ საყვარელ ადამიანთან.

სასწორი
უფროსთან, საყვარელ ადამიანთან უსიამოვნების გამო მოიმატებს დაძაბულობა. დაზოგეთ დროც და ენერგიაც. საბინაო საკითხების მოგვარებისას ფინანსური ასპექტი ითამაშებს მთავარ როლს.

მორიელი
მივლინებისა და აზრთა გაცვლის დღეა. მეტი დრო დაუთმეთ რუტიული საკითხების მოგვარებას. თუ თანამოაზრე ერთგული და მცოდნე გამოდგა, ის შეიძლება სამომავლოდ პარტნიორად გაიხადოთ.

მშვილდოსანი
საქმიან სფეროში ტყუილითა და რისკებით შორს ვერ წახვალთ. აკონტროლეთ ხარჯი. ნუ დახარჯავთ ფულს გართობაზე. არ გასცეთ დაპირებები. არ ილაპარაკოთ ის, რაშიც დარწმუნებული არ ხართ.

თხის რქა
მინიმუმადე შეამცირეთ კონფლიქტები. მოეშვით უსაფუძვლო ფორიაქს და დაძაბულობას. სხვა დღისთვის გადადეთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება.

მერწყული
პრაგმატული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოთ, რომელიც მინიმალურ ხარჯს მოითხოვს. მგზავრობისას მეტი სიფრთხილე გმართებთ. მოსალოდნელია მცირე უსიამოვნებები. იყავით დაკვირვებული.

თევზები
მშვიდად გაატარეთ ეს დღეა. შეამცირეთ შეხვედრები, საქმეები. აკონტროლეთ ემოციები და მოერიდეთ ფულის ფლანგვას. თუ მეგობარმა დანაპირები ვერ შეასრულა, ნუ გაუნაწყენდებით.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა