დამარილებული თევზის ფილე პირშუშხათი
ამ რეცეპტისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ დიდი ზომის თეთრი თევზის ფილე: ქორჭილა (სიბასი), დორადა და ა.შ. სასურველია თევზი ცხიმიანი იყოს .
ინგრედიენტები
პირშუშხა, გახეხილი (მზა სოუსი) - 100 გ
ვარდისფერი პილპილი, დანაყილი - 1 ს.კ
შაქარი - 3 ს.კ
მსხვილი მარილი - 3 ს.კ
თევზის ფილე, კანიანად - 800 გ
კამა - 10 ტოტი
მომზადების წესები
მარილი, შაქარი და პილპილი ერთმანეთში ავურიოთ და ფილეს წავუსვათ. ზემოდან გადავუსვათ პირშუშხა და კამის ტოტები დავადოთ. მჭიდროდ შევახვიოთ პერგამენტის ქაღალდში, ჩავდოთ ღრმა ჭურჭელში და ზემოდან რაიმე მძიმე დავადოთ.
24 საათი შევდოთ მაცივარში. შემდეგ გამოვიღოთ, გავასუფთაოთ მარილის, პირშუშხას და კამის ნარჩენებისგან და თხელ ფირფიტებად დავჭრათ. სუფრაზე ჭვავის პურთან ერთად მივიტანოთ.