თეგებით ძიება

კარტოფილის კატლეტები მარტივად

ინგრედიენტები
კარტოფილი - 1 კგ
მარილი - 1 ჩ/კ
კარაქი - 40 გ
ფქვილი - 350 გ
კვერცხი - 2 ცალი
ზეთი - 30 მლ

მომზადების წესი:
კარტოფილი გაფცქვენით და მოხარშეთ მარილწყალში, შემდეგ გადაუღვარეთ წყალი, დაუმატეთ კარაქი და სანამ გაცივდება ჩაჭყლიტეთ ისე, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ.
აქვე დაუმატეთ კვერცხი, დაახლოებით ერთნახევარი კოვზი ფქვილი და კარგად აურიეთ.
მიღებული ცომისგან გააკეთეთ კატლეტები ან მრგვალი ბურთები და შეწვით გახურებულ, ზეთმოსხმულ ტაფაზე.
შეწვით კატლეტები საშუალო ცეცხლზე ყველა მხრიდან. მიირთვით არაჟანთან, სოკოს სოუსთან, ბოსტნეულის სალათთან, ან ხორცისა და თევზის კერძის გარნირად.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა