დალაი ლამას პედაგოგი, რომელსაც სტალინსა და ჰიტლერზე დიდი გავლენა ჰქონდა - უცნობი ფაქტები გურჯიევზე
"გიორგი გურჯიევის ფილოსოფია და მისი მისტიური ფიგურა დღემდე არ კარგავს აქტუალობას. ამას ისიც განაპირობებს, რომ ნიუ-იორკსა და კალიფორნიაში დღესაც მოქმედებს ამერიკის საზოგადოების განვითარების ცენტრი, სადაც გიორგი გურჯიევის ფილოსოფიურ კონცეფციებზე დაყრდნობით იმართება პრაქტიკული სავარჯიშოები წმინდა ცეკვები, რომელიც აგებულია უნივერსალური ენაგმას სიმბოლოზე... - გვიყვება სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, ექსპერტი ედიშერ ჯაფარიძე, რომელიც მისტიკოსისა და ფილოსოფოსის გიორგი გურჯიევის შესახებ უნიკალურ ცნობებს გვაწვდის:
თუ ამერიკელი მწერლისა და ეზოთერიკოსის დ. ა. ჰალსის ცნობებს დავეყრდნობით, გურჯიევმა ბრწყინვალედ იცოდა არა მარტო ქართული ენა, არამედ ქართული ანბანიც. გიორგი გურჯიევი თავის მთავარ ნაშრომში წერს: ახალგაზრდობაში მეტსახელად დარკი მერქვა, მოწიფულობის ასაკში შავი ბერძენი, შუახნის ასაკში თურქისტანის ვეფხვი, მაგრამ სინამდვილეში სხვა არავინ ვარ, თუ არა ჭეშმარიტი გვარის შვილი, გახლავართ თავად მუხრანსკის შვილიშვილი. ის თავის წიგნებში იყენებდა ქართულ შრიფტს, მიუხედავად იმისა, რომ იგი ათამდე ენას ფლობდა, უპირატესობას მაინც ქართულს ანიჭებდა. მისი გვარიც ქართულ წარმოშობაზე მიუთითებს, სწორედ ამიტომ მისი ცხოვრების უმეტესი ნაწილი თბილისში გაატარა.
გიორგი გურჯიევი იყო მსოფლიოში ცნობილი და აღიარებული ეზოთერიკოსი, სწორედ ამიტომ მას მსოფლიოს მოწინავე სამეცნიერო თუ სახელმწიფო ლიდერებთან განსაკუთრებული კავშირები ჰქონდა, მათგან გამოვარჩევდით დალაი ლამას, სტალინს, ჰიტლერს, ბულგაკოვს, ვაჟა-ფშაველას, გრიგოლ რობაქიძეს, პაულო იაშვილს და სხვებს...
1940-იანი წლების დასაწყისში გურჯიევი ტიბეტში მიემგზავრება. იქ 10 წელი დაჰყო, როგორც დალაი-ლამას მასწავლებელმა და მრჩეველმა, მაშინ, როცა იმ დროს ტიბეტში შესვლა და აღმოსავლური ცოდნის ზიარება სასტიკად აკრძალული იყო.
გრიფით საიდუმლო დოკუმენტებში ვკითხულობთ - 1950 წლის ივნისში დილით სტალინმა ყურმილი აიღო და ბრძანება გასცა, იპოვეთ და მომიყვანეთ ამხანაგი გიორგი გურჯიევიო. აღნიშნული ჩანაწერიდან თუ ვიმსჯელებთ სტალინს გურჯიევთან შეხვედრა მორიგი საქმიანი ურთიერთობისთვის სურდა. გრიფით მოცულ საიდუმლო ჩანაწერებში დასტურდება, რომ გიორგი გურჯიევი სტალინთან ერთად თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, ორივე გამორჩეული სტუდენტი იყო, ორი არ შემდგარი მღვდელი გურჯიევის ბიძის სახლში ერთად ცხოვრობდნენ, ორივე თბილისი არქიდიაკონის გუნდში მღეროდა, თუმცა
ი. ჯუღაშვილი მალევე სემინარიდან გარიცხეს... გარიცხვის მიზეზი იყო არა მარქსისტული იდეები, არამედ სასულიერო პირთათვის შეუწყნარებელი ცოდვა, ასევე მისი გაწევრება საიდუმლო ოკულტურ საზოგადოებაში, რომელიც იმ პერიოდში თბილისში ძალზედ პოპულარული იყო.
წყარო: astrologi.ambebi.ge