23 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით
ვერძი იყავით მეტად თავშეკავებული, როგორც საუბრისას, ისე საქმეების მოგვარებისას. დრო მხოლოდ პრაქტიკული იდეების განხორციელებას დაუთმეთ. გახსოვდეთ, რომ უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია.
კურო
ქორწინებასა და საქმეებში სირთულეების გამო დეპრესიაში ჩავარდნა საჭირო არაა. იყავით ფრთხილი და ეცადეთ, მშვიდად მოაგვაროთ ყველაფერი. ნუ ეცდებით უფროსთან დამეგობრებას ან იმ ადამიანთან ურთიერთობის გაუმჯობესებას, ვისაც არ უყვარხართ.
ტყუპი
დღეს ღირსეულად უნდა ჩააბაროთ გამოცდები. შეიძლება იმედი გაგიცრუოთ მეგობარმა ან მიღებულმა ინფორმაციამ, ცოდნამ. თუ საზღვარგარეთ აპირებთ გამგზავრებას, ეცადეთ, ყველაფერი დაწვრილებით გააანალიზოთ.
კირჩხიბი
მოერიდეთ ექსპერიმენტებს. გაანალიზეთ ყველა ის საქმე, რომელზეც თქვენი მომავალია დამოკიდებული. მოერიეთ კაპიტალდაბანდებას, ახალ კოლექტივთან დამეგობრებას. ნუ ეცდებით ურთიერთობის გარკვევას საყვარელ ადამიანთან.
ლომი
სხვა დღისთვის გადადეთ პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების გარკვევა. გაცივების მიზეზი შეიძლება სიჯიუტეც გახდეს. არ გააფორმოთ ახალი ხელშეკრულებები. უმჯობესია, ძველები განიხილოთ, გადაამოწმოთ და დაასრულოთ.
ქალწული
საქმეებთან და პრობლემებთან გამკლავება დამოუკიდებლად მოგიწევთ. შეიძლება გარშემო მყოფებმა ან უფროსობამ გამოცდა მოგიწყოთ ან მკაცრ განრიგში მოგიწოთ მუშაობამ. ეცადეთ, მაქსიმალურად ხარისხიანად შეასრულოთ ვალდებულეებები.
სასწორი
შეიძლება შეფერხდეს ფინანსური საკითხების მოგვარება, იდეების განხორციელება, გაცივდეს ურთიერთობება საყვარელ ადამიანთან. ნუ გაქვთ პრეტენზია იმაზე,
რაც თქვენ არ გეკუთვნით.
მორიელი
შეიძლება ნაცნობ გარემოშიც კი უხერხულად იგრძნოთ თავი. საქმეებსა და ურთიერთობაში ცვლილებების გამო მცირე დაძაბულობას იგრძნობთ. კარგი დღეა დიეტის დასაცავად. საკუთარ თავს ზოგიერთი აკრძალვა უნდა დაუწესოთ. ეცადეთ, არ გაცივდეთ.
მშვილდოსანი
შეიძლება გადაიდოს მგზავრობა, შეხვედრა, შეჩერდეს დაწყებული საქმეები. გამოიყენეთ ეს დრო, რათა დაფიქრდეთ, გაერკვეთ დეტალებში, გამოასწოროთ შეცდომები. ზოგიერთი იმდენად იქნება საქმეებით დატვირთული, რომ მეგობრული და სასიყვარულო ურთიერთობისთვის დროს ვერ გამონახავს.
თხის რქა
დღეს შეგიძლიათ ფული და დრო თქვენი სურვილისამებრ ხარჯოთ. კარგი დღეა დიეტისა და განრიგის შესადგენა. ნუ გააგრძელებთ ურთიერთობას მათთან, ვინ ადრე გიღალატათ ან თავად არ ისწრაფვის თქვენთან ყოფნას.
მერწყული
სხვა დღისთვის გადადეთ ახალი საქმეების დაწყება, დიპლომის დაცვა, გასაუბრება, ახალ თანამდებობაზე გადასვლა. თუ საკუთარ ძალებში დარწმუნებული არ ხართ, ზედმეტ ინიციატივას საკუთარ თავზე ნუ აიღებთ. მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას მშობლებთან, უფროსთან.
თევზები
ნუ მოექცევით სხვათა გავლენის ქვეშ. შეიძლება იმედი გაგიცრუოთ ახალგაცნობილმა ან ადამიანმა, ვისზეც დიდ იმედს ამყარებდით. ნუ გაწევრდებით ახალ ინტერნეტჯგუფებში. მეტი დრო დაუთმეთ ფარულ კომპლექსებზე მუშაობას.
წყარო: astrologi.ambebi.ge