დაიმსახურებთ თუ არა ქალისგან "მეორე შანსს" ამას მისი ზოდიაქოს ნიშანი განაპირობებს
კაცების ნაწილი ფიქრობს, რომ ქალი ყოველთვის მისცემს მეორე, მესამე, მეოთხე... მეასე შანსს. სწორედ ამიტომ უამრავ შეცდომას უშვებენ და ხშირად დაუფიქრებლად იქცევიან. საბოლოო ჯამში, არასასიამოვნო რეალობის წინაშე დგებიან: საყვარელ ქალს კარგავენ. გაინტერესებთ, მოგცემთ თუ არა საყვარელი ქალი მეორე შანსს? მაშინ მისი ზოდიაქოს ნიშანი გაიგეთ.
ვერძი
ქალი კურო საოცრად მომთმენი, თავშეკავებული და დინჯი ინდივიდია. ამიტომ მარტივი ქალური ხუშტურები და ჭირვეულობები, როგორც წესი, მას იშვიათად ახასიათებს. შესაბამისად, ასეთი ქალის განაწყენება თუ შეძელით ე.ი. რაღაც ჭეშმარიტად მნიშვნელოვანი "მიგიქარავთ". კურო ვერძი არ არის, რომ წყენამ ორ საათში გაუაროს, ამიტომ მისი გულის ხელმეორედ მოსაგებად და ძველებური ნდობის აღსადგენად ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე მოგიხდებათ ლოდინი, მაქსიმალური ყურადღების გამოჩენა და ჩადენილი საქციელის გამო, გულწრფელი სინანულის დანახვება მისთვის.
ტყუპი
ქალი კირჩხიბის განაწყენებაზე ადვილი ალბათ არაფერია ბუნებაში. ამასთან ერთად, კირჩხიბის გაბუტვის მიზეზს ხშირად არათუ მამაკაცი, ახლო მეგობარი ქალებიც კი ვერ ხვდებიან ბოლომდე და პრინციპში თავად კირჩხიბსაც ვერ გაუგია ხშირად რატომ ეცვლება განწყობა პოზიტიურიდან ნეგატიურისკენ, სრულიად აუხსნელად. კირჩხიბი ბუნებით სენსიტიური, სითბოსა და ზრუნვის მოყვარული ინდივიდია. ამიტომ "განაწყენებულის ნიღაბს" ხშირად სპეციალურად, ყოველგვარი არსებითი მიზეზის გარეშეც მარტივად ირგებს, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ საყვარელმა მამაკაცმა, ყველანაირი საქმე მიატოვოს და მისკენ გაეშუროს სიყვარულის კიდევ ერთხელ და მეათიათასეჯერ დასამტკიცებლად.
ლომი
ლომი ქალი უზომოდ ამაყი, საკუთარი ღირების შეგრძნებით აღსავსე და თავმომწონე ინდივიდია. ამიტომ ქალი ლომის თაყვანისმცემლობა სულაც არ გახლავთ იოლი საქმე. ფაქტობრივად მამაკაცს "თითის წვერებზე" სიარული მოეთხოვება საიმისოდ, რომ მისი კეთილგანწყობა ხანგრძლივი დროით შეინარჩუნოს. ქალი ლომი ყველაზე მეტად სიძუნწის, უყურადღებობისა და უპატივცემულო დამოკიდებულების გამო ნაწყენდება კაცზე. შესაბამისად, თუ თქვენ ზემოთ ხსენებული რომელიღაც ცოდვათაგანი ჩაიდინეთ, თქვენი სახელფასო ბიუჯეტის 98% გაღება მოგიწევთ მისი გულის ხელახლა მოსაგებად. ამასთან ერთად, სითბოს, ყურადღებისა და გულისხმიერების განსახიერებადაც უნდა იქცეთ საჩუქრებისა და სიურპრიზების პარალელურად.
შეგნებული, გაწონასწორებული და სტაბილური
ფსიქიკის მქონე ქალების კატეგორიას განეკუთვნება. მას იშვიათად ახასიათებს ტიპური, ქალური ჭირვეულობები და დრამატიზმისკენ მიდრეკილება. თუმცა, არსებობს მიზეზები, რის გამოც ქალწული ქალი შეიძლება წყობიდან გამოვიდეს და მამაკაცზე გული აიცრუოს. მათ შორისაა ამ უკანასკნელის მხრიდან უპასუხისმგებლობა, მოუწესრიგებლობა და არაპროგნოზირებადი საქციელი. ქალწულს არ უყვარს სიურპრიზები. შესაბამისად, მასთან ურთიერთობის გაგრძელებას თუ გეგმავთ, თქვენს ურთიერთობაში ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაარქვათ და ნებისმიერი დანაპირები ყოველთვის დროულად შეასრულოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ვეჭვობ ერთად დიდხანს გაძლოთ.
სასწორი
მისი სავიზიტო ბარათი მომხიბვლელი ღიმილია, რომელიც გაბრაზების მომენტშიც არ ქრება სასწორის სახიდან. თუმცა, მიუხედავად ასეთი ჰაეროვანი და ფუმფულა იმიჯისა, ქალ სასწორს საოცარი პრინციპულობისა და სიჯიუტის გამოვლენა შეუძლია პერიოდულად. შესაბამისად, მამაკაცს, რომელიც მის ამ სირბილეს არ დააფასებს, სამომავლოდ ხანგრძლივი დროის მანძილზე მოუწევს ამ ქალის ღიმილიანი უარის და მისი ემოციური სიცივის ატანა. საიმისოდ, რომ სასწორთან ურთიერთობა ისევ აღადგინოთ, მოუწყვეთ მას რომანტიკული სიურპრიზები, გაანებივრეთ ყვავილებითა და ტკბილეულით; და რაც მთავარია, სითბო აშკარად გამოხატეთ. ეს ყველაზე ნაცადი და აპრობირებული მეთოდია სასწორის გულის მოსაგებად.
მორიელი
ქალი თხის რქა თავშეკავებული, წინდახედული და გრძნობების გამოხატვის საკითხში უზომოდ წინდახედული ინდივიდია. მას არ ახასიათებს მარტივად და სპონტანურად გადაწყვეტილების მიღება და ეს მის სასიყვარულო რომანებსაც ეხება. ამიტომ ასეთ შემთხვევაში თუ მამაკაცმა, რომელსაც იგი გულდასმით არჩევდა ხანგრძლივი დროის მანძილზე მას გული მაინც ატკინა, თხის რქა მყისვე დისტანციის დაკავებას შეეცდება და დამნაშავეს, ხანგრძლივი დროის მანძილზე არ მისცემს ურთიერთობის გაგრძელების საშუალებას. სამისოდ რომ მისი ნდობა ისევ მოიპოვის კაცმა, აუცილებალია რაიმე ღირსეული საქციელით დაარწმუნოს იგი საკუთარ სინანულში. საამისოდ მისი ოჯახის წევრების მიმართ გამოხატული პატივისცემა და ყურადღებაც გამოდგება. არანაკლებ ეფექტს მოგცემთ ის ფაქტი, თუ სამსახურეობრივ ასპარეზზე დაუჭერთ მის წინსვლას მხარს.
მერწყული
ქალი თევზი ემოციური, სენტიმენტალური და რომანტიკული არსებაა. მისი გულის ტკენა საკმაოდ მარტივი საქმეა. თუმცა, წყენას იგი ხშირად არ ამჟღავნებს რეალურად და ხანგრძლივი დროის მანძილზე ცდილობს საყვარელ მამაკაცს მაქსიმალურად ბევრი აპატიოს. ჰოდა, აი, სწორედ აქ ცდება იგი! იმიტომ რომ, როგორც წესი, მისი მიმტევებლობით გათამამებული მამაკაცები ხშირად თავს ზედმეტის უფლებასაც აძლევენ ისევ და ისევ თევზი ქალის ლოიალურობის იმედით. თუმცა, ისეთი სიტუაციაც დგება, როცა თევზი "პირში წყალს ჩაიგუბებს" და საკმაოდ დიდი ხნითაც. ასეთ დროს მამაკაცს საკუთარ საქციელზე დაფიქრება და საყვარელ ქალთან გულწრფელი მობოდიშებით მისვლა მოეთხოვება. მიეცით მას დრო ემოციების გადასახარშავად, ნუ შეუღონებთ გულს ხვეწნა-მუდარითა და გოდებით. რაღაც პერიოდის შემდეგ ქალი თევზი თავად გაპატიებთ, ოღონდ რამდენად ხანგრძლივი ვადით, ეს უკვე თქვენს დელიკატურობაზე იქნება დამოკიდებული.
წყარო: astrologi.ambebi.ge